x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354553
  • სურათი:492660
უიტნი ჰიუსტონი, გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ, ახალ რეკორდს ამყარებს
image

ამერიკელი მომღერალი, უიტნი ჰიუსტონი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ახალ რეკორდს ამყარებს. მის მიერ შესრულებული სიმღერა - I will always love you, რომელიც 1992 წელს გამოვიდა სინგლის სახით, ბრილიანტის სერთიფიკატი შეიძინა, ანუ გაიყიდა 10 მილიონი ეგზემპლარი.

ამის შესახებ 2022 წლის დასაწყისში იუწყება ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია (RIAA) .

მანამდე უდროოდ გარდაცვლილი მომღერლის სამმა ალბომმა მიიღო ეს სტატუსი, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი შეიძინა.

ამრიგად, ჰიუსტონი გახდა ისტორიაში მესამე ქალი შემსრულებელი, რომელსაც აქვს ერთდროულად როგორც ბრილიანტის სერთიფიცირებული ალბომი, ასევე ბრილიანტის სიმღერა. მის გარდა მხოლოდ ორ ქალმა მომღერალმა შეძლო ამ რეკორდის დამყარება. ეს არის მერია კერი და ტეილორ სვიფტი.

ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია (RIAA) ოქროს სტატუსს ანიჭებს 500 000 გაყიდულ ჩანაწერს, პლატინას 1 000 000-ს, ხოლო ბრილიანტის სტატუსი ენიჭება ჩანაწერს, რომლის გაყიდვაც 10 მილიონს აჭარბებს.

ცნობისათვის ამერიკაში ყველა დროის გაყიდვადი ალბომი არის 1976 წელს გამოსული ჯგუფ Eagles-ის -Their Greatest Hits (1971–1975), რომლის ტირაჟმა 38 მილიონს გადააჭარბა, ხოლო სიმღერა, ბილ კროსბის 1941 წლის სინგლი "White Christmas" 25 მილიონიანი ტირაჟით.

უიტნი ჰიუსტონი დღეისთვის ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად, მისი ჩანაწერების საერთო რაოდენობა 200 მილიონს აჭარბებს.

მისი სავიზიტო ბარათი გახდა ზემოთ ნახსენები I will always love you, რომლის ავტორიც და თავდაპირველი შემსრულებელი იყო დოლი პარტონი, რომელიც 1973 წელს ჩაწერა.

უიტნი ჰიუსტონმა იგი 1992 წელს შეასრულა ფილმის, "პირადი მცველის" საუნდტრეკისთვის, რომელსაც 14 კვირის მანძილზე ეკავა #1 ადგილი Billboard Hot 100-ში.

უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა 2012 წლის 11 თებერვალს, იმ დროს როდესაც, "გრემის "დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინაროებდა.ჰიუსტონის გვამი იპოვეს აბაზანაში ბევერლი-ჰილტონის ნომერში (ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია). ოფიციალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იგი კოკაინისგან გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.მოღერალი 48 წლის იყო.



image

ასევე დაგაინტერესებთ


ქეთევან წიკლაურმა "ფეისბუქზე", მამის, თემურ წიკლაურის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ქეთი წერს, მამამისი ფოტოზე 20-21 წლისაა. იმ დროს თემურ წიკლაური უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა. ქეთის სურდა გაეგო ვინაა გოგონა, რომელიც მამამისთან ერთად სცენაზე, თუმცა როგორც კომენტარებიდან ირკვევა საბოლ...



დღეს 10 იანვარს თამთა გოდუაძის დაბადების დღეა.საბერძნეთში მოღვაწე ქართველ პოპ-მომღერალს 41 წელი შეუსრულდა.ქვემოთ გაეცნობით საინტერესო ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან, თამთა იზრდებოდა დედასთან (მშობლები გაყრილები იყვნენ) და უმცროს ნახევარ ძმასთან, ვლადიმირთან ერთად. გოგონა ადრეული ასაკიდანვე იყო დაინტერესებული მუსიკით, ხუთი წ...


ისრაელში მცხოვრებ კაკული გურიელაშვილს კარგად იცნობს ქართველი მსმენელი ისეთი სიმღერებით, როგორიცაა "სამი დალიე", "შეყვარებული ვის არ ჰყოლია" "შაბათია"."წვიმს და შავად შეღებილა მთები "და სხვა, მომღერალი ბათუმში დაიბადა და პატარა ბავშვი იყო, როდესაც საცხ...


5 წლის წინ, 25 დეკემბერს, "შობა დღეს" გარდაიცვლა ჯორჯ მაიკლი, ბედიის ირონიით ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერის ავტორი. დღეს ვისაუბრებთ რუბრიკაში "ერთი სიმღერის ისტორია" ამ საშობაო-საახალწლო სიმღერის შესახებ. ბრიტანული პოპ დუეტის Wham!-ის მეგა ჰიტი შობა-ახალწელზე Last Christmas გამოიცა Epic Records-ის მიერ 1984 წელს, ორმაგი A-გ...

0
323
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0