x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უშიშარი "ბორტგამცილებელი", რომელსაც 825 მეტრის სიმაღლეზე "ბოინგმა" ჩაუქროლა(ვიდეო)
image

უშიშარმა „ავიაკომპანიის ბორტგამცილებელმა“, რომლის ვიდეოც ვირუსულად გავრცელდა, როდესაც შარშან Emirates ავიაკომპანიის რეკლამაში იდგა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის თავზე, გაიმეორა ეს გმირობა, მაგრამ ამჯერად კიდევ უფრო დიდი სიმაღლეზე.

პარაშუტისტმა და სოციალური მედიის ვარსკვლავმა ნიკოლ სმიტ-ლუდვიკმა კვლავ ჩაიცვა ავიაკომპანია Emirates-ის ფორმა და გასულ კვირას დუბაიში 828 მეტრის სიმაღლზე ცნობილი ცათამბჯენის ბურჯ ხალიფას მწვერვალზე ავიდა.


image

ნიკოლს ხელში უჭირავს Love Really-ით შთაგონებული პლაკატების სერია, სადაც ხუმრობით ამბობს: „მე ჯერ კიდევ აქ ვარ!“, ბოლოს კი აჩვენებს: „ესეც ფინალი, აქ არიან ჩემი მეგობრები“.



image

რამდენიმე წამის შემდეგ კი, უზარმაზარი Airbus Emirates A380 - მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი - მომღიმარი კასკადიორს გვერდით ჩაუქროლებს თითქოსდა, კოშკის მწვერვალიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრში.

რეკლამა, სადაც ნაჩვენებია, საჰაერო ხომალდი A380 წარმოუდგენლად დაბალი სიჩქარით როგორ ჩაუქროლებს მიბმულ სტიუარდესას, იყო Emirates Airlines-ის უახლესი აქცია, სადაც მოუწოდებს მაყურებელს „იფრინონ Emirates A380-ით მსოფლიოს უდიდეს შოუში“, Dubai Expo 2020-ისთვის იყო განკუთვნილი.


0
240
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0