x
image
ირინა მ.
Mediator image
ცნობილი მოდელების და მსახიობების პროვოკაციული ფოტოსესიები ძალიან ახალგაზრდა ასაკში

image


18 წლის ბრიტნი სპირსი, 16 წლის ანჯელინა ჯოლი, 10 წლის ბრუკ შილდსი...ეს მომავალი ცნობილი სახეები ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდნენ იმ პროვოკაციული ფოტოსესიების მონაწილეები, რომლებმაც თავის დროზე საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გთავაზობთ ამ სკანდალური პროექტების მონაწილეებს.


ბრიჯიტ ბარდო


image


1950 წლის 8 მაისს, ფრანგული ჟურნალის Elle ახალი ნომრის ყდა დაამშვენა 15 წლის ბრიჯიტ ბარდოს ფოტომ. თუ ახალგაზრდა მოდელის ეს სურათები საკმაოდ მოკრძალებული იყო, ფოტოსესიას, რომელშიც მან სამი წლის შემდეგ მიიღო მონაწილეობა, საკმაოდ გაბედული იყო და დიდი ხმაური მოჰყვა. ამ ფოტოსესიის ავტორი, ფოტოგრაფი უოლტერ კარონი იყო.


image


იმ მომენტისთვის, ქალიშვილი სულ 18 წლის იყო, უკვე წარმატებული მოცეკვავე იყო და პრესტიჟული ადგილი მიიღო ცეკვის ნაციონალურ აკადემიაში, სადაც კლასიკური ფრანგული ბალეტის შესწავლა დაიწყო და სწორედ ამ წელს დაიწყო მიმზიდველმა ფრანგმა თავისი კინოკარიერა.


image



image

image


18 წლის ბრიჯიტი პოზირებდა მოკლე ქვედაბოლოთი და ბადიანი წინდებით, და ბალეტის პოზების გარდა დემონსტრირებდა საკმაოდ თამამ რაკურსებს.


ბრიტნი სპირსი


image


18 წლის მომღერალმა, 1999 წელს, ჟურნალის Rolling Stone ყდა დაამშვენა.


image


მოზარდების კუმირი საწოლზე მხოლოდ ქვედა საცვალში გამოწყობილი იწვა. ფანატების მშობლებმა მაშინვე წაუყენეს სპირსს პრეტენზია, რომ იგი ცუდ მაგალითს აძლევდა თაყვამისმცემლებს. არანაკლებ გამომწვევი იყო ჟურნალის სხვა ფოტოებიც.


image

image


ბრუკ შილდსი


image


მომავალმა მსახიობმა სკანდალურ ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო, როცა ის 10 წლის იყო.


image


1975 წელს, ბრუკმა დედის თანხმობით მონაწილეობა მიიღო ჰარი გროსის თამამ ეროტიულ ფოტოსესიაში Playboy Press-სთვის, სადაც სრულიად შიშველმა გადაიღო. შემდგომში ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ფოტოებზე და ნეგატივებზე უფლებების მოპოვებას, მაგრამ პროცესი წააგო.


image

15 წლის ბრუკი ჯინსის Calvin Klein სახე გახდა. "ჩემსა და ჩემს ჯინსებს Calvin შორის არაფერი არ ხდება!" - ამბობდა იგი სატელევიზიო რეკლამაში.


image


ფოტოებზე ქალიშვილი პოზირებდა ჯინსებში და პერანგში, რომელიც ერთ ღილზე ჰქონდა შეკრული.


image


თუმცა სარეკლამო რგოლი 1980 წელს გამოვიდა, სარეკლამო კომპანიების ისტორიაში ის დღემდე ერთ-ერთ პროვოკაციულ რგოლად რჩება.


მაილი საირუსი


image


15 წლის მომღერალს სტუდია Disney-ის უბიწო მსახიობის რეპუტაცია ჰქონდა.


image


იმ შორეულ დროში ის პრაქტიკულად შიშველი პოზირებდა ფოტოგრაფ ენ ლეობოვიცს.


image

ფოტოები გაჩნდა ჟურნალში Vanity Fair, რასაც ფანატების და პრესის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.


image


ახლა როცა ვადარებთ იმ ფოტოებს, რომელსაც მაილი ინსტაგრამში დებს, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ მათ სკანდალი გამოიწვიეს.


კენდალ ჯენერი


image


რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ნახევარდამ მონაწილეობა სკანდალურ ფოტოსესიაში 14 წლის ასაკში მიიღო.


image


თუმცა ფოტოსესია მთლად ეროტიული არ აღმოჩნდა, გოგონა ბიკინიში პოზირებდა.


image


ამის შემდეგ კარდაშიანების კლანს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეს ფოტოები მცირეწლოვან გოგონებს მაკიაჟის გაკეთებისა და სექსუალური ჩაცმულობისკენ უბიძგებდა.


image


კენდალი კიდევ არაერთხელ გამოჩნდა მსგავსი ჩაცმულობით ყველაზე მსხვილი გამოცემების გვერდებზე.


ანჯელინა ჯოლი


image

ჯერ კიდევ სანამ ცნობილი მსახიობი, გაეროს კეთილი ნების ელჩი და გმირი დედა გახდებოდა, ენჯი იმედისმომცემი მოდელი იყო.


image


2008 წელს ქსელში გაჩნდა ფოტოები, რომელზეც 16 წლის ჯოლი საკმაოდ "თავისუფლად" პოზირებდა კამერის წინ.


image


თამამი ფოტოსესია ვარსკვლავისთვის საეჭვოა რაღაც საოცრება ყოფილიყო: ის 14 წლის იყო, როცა მშობლების სახლიდან ბოიფრენდთან გადავიდა საცხოვრებლად.


image

აი, ფოტოებს კი მაშინ "მსვლელობა" არ მისცეს, მცირეწლოვანი მოდელის გამომწვევი იერის გამო.


ტილან ბლონდო


image


10 წლის ფრანგი მოდელი პოზირებდა ფოტოსესიაში Vogue-სთვის, სადაც მოზრდილების ჩაცმულობა და მაკიაჟი მოიზომა.


image


სურათები, რომლებსაც ძალიან პროვოკაციული უწოდეს, პრესაში მთელი სკანდალი გამოიწვია.


image


ეპატაჟური ფოტოსესია, რომლის სტილიზებაშიც კარინ როიტფელდს ძველი მეგობარი და enfant terrible ტომ ფორდი ეხმარებოდა, Vogue Paris-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობა შეეწირა. ამ პოსტს კარინი 10 წლის განმავლობაში იკავებდა.


image


არაბავშვურმა პოზებმა და აშკარა ორიენტირებამ სექსუალურობაზე, გამოიწვია მთელი რიგი აღშფოთებები და მსჯელობა იმაზე, ძალიან შორს ხომ არ შეტოპა მოდის სამყარომ.


image

დღეს ტილანი 20 წლისაა და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება მსოფლიოში.


კეიტ მოსი


image


1992 წელს Calvin Klein-მა გამოუშვა ტანსაცმლის პირველი კოლექცია უნისექსის სტილში, რომელიც იმ დროს თანდათან უკვე პოპულარული ხდებოდა. სარეკლამო კომპანიაში მონაწილეობისთვის მოიწვიეს 18 წლის კეიტ მოსი და მსახიობი მარკ უოლბერგი, რომელიც მაშინ 21 წლის იყო-რეპერი ფსევდონიმით მარკი მარკ.


image


ახალგაზრდები ერთნაირ ჯინსებში იყვნენ, რომელიც ახალი კოლექციის უნივერსალურობაზე მიანიშნებდა, ამ ჯინსების მეტი მათზე არაფერი იყო.


image


რა თქმა უნდა ამან ისევ აღაშფოთა საზოგადოება და მორიგი სკანდალი აგორდა.


image

20 წლამდე კეიტმა Calvin Klein-ის კიდევ რამდენიმე პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა,


image


მაგალითად, Obsession-ის არომატის რეკლამაში.


image

ეს 18 წლის კეიტი, რომელიც დივანზეა გაწოლილი, მარიო სორენტიმ გადაიღო 1992 წელს.


კამერონ დიასი


image


ქერა ლამაზმანმა კონტრაქტს Elite Model Management-თან ხელი მოაწერა, როცა ჯერ კიდევ 16 წლის იყო და საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში მოდელის წარმატებული კარიერა ჰქონდა.


image


იმ წლების ფოტოებს შორის იყო რამდენიმე პროვოკაციული სურათიც.


image

ახალგაზრდა მოდელს შიშველი ფოტოებიც საკმარისად ჰქონდა.


მილა იოვოვიჩი


image


შორეულ 80-იანებში, გადაწყვეტილება, აეყვანთ 11 წლის გოგონა იტალიური Lei ყდისთვის, აგრეთვე Revlon «Most Unforgettable Women in the World» რეკლამაში, რასაც მოითხოვდა რიჩარდ ავედონი, ბევრში პროტესტი გამოიწვია.


image


ასეა თუ ისე, ამ ისტორიამ მილას გზა გაუკვალა სამოდელო ბიზნესში: იმავე წელსვე გაჩნდა მისი ფოტოები 15 ჟურნალის ყდაზე.









სხვა სტატიები:







მერილინ მონროს აფრიალებული კაბა - როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა მის ცხოვრებაზე?

image

რატომ დაშორდა ჰოლივუდის იდეალური წყვილი - დემი მური და ბრიუს უილისი

image

შერონ სტოუნი, სკანდალური სცენის გადაღებაზე მოტყუებით აიძულეს. მოგვიანებით ეს პოზა ბერლინში გაიმეორა. (ვიდეო). (+18)

image

მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image

ბოდიბილდერი ქალბატონები სცენაზე და ცხოვრებაში

image

პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image

მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო

image

უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image



ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image



კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა

image




რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image





0
586
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
586
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0