x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ხო არ გამო@ლევდით მთელი ქვეყანა ბ@იად” - რამ აღაშფოთა მიშა მშვილდაძე

image


პროდიუსერი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას არასერიოზულს უწოდებს. შეგახსენებთ, რომ დღეს, მეუფე ნიკოლოზი ფრიად უცნაური ინიციატივით გამოვიდა და "ქართულ ოცნებას" ექს- პრეზიდენტ სააკაშვილის მის ეპარქიაში, შინაპატიმრობაში გადაყვანა შესთავაზა:


"რა მონასტერში შინაპატიმრობა მართლა ხო არ გამო@ლევდით მთელი ქვეყანა ბლიად რეები ირჩევა სერიოზულად"- წერს მიშა მშვილდაძე.


"ჯორჯიან თაიმსის" პირდაპირ ეთერში, მეუფე ნიკოლოზის მიერ ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:



"შემთხვევები ვიცით, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსჯია ქვეყანას თავისი პირველი პირისთვის, რუმინეთში იყო ასე, უგანდაში, რაც მე ვიცი, მიუხედავად ამისა, ასეთი პრეზიდენტებიც კი შიდა პატიმრობაში იყვნენ.


მე აქედანაც კიდევ ერთი განცხადება მინდა გავაკეთო, ჩვენს ხელისუფლებას მივმართო, რომ მე მაგალითად, პირადადაც თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაცა სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება გააკონტროლებს.


მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის ვთქვათ, შინაპატიმრობაში გადმოიყვანონ მთელი სიმკაცრით. ბუნებრივად არის დაცული ჩემი ეპარქია, თუმცა ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაცვა და ყველაფერი… "- განაცხდა მიტროპოლიტმა "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში საუბრისას.





0
625
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
625