x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
"აზრი აღარ აქვს თავის დაცვას, რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ" - რაზე საუბრობს მაკა რაზმაძე

image


ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კორონა ვირუსის ახალ შტამ ომიკრონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:


"მგონი აზრი აღარ აქვს თავის დაცვას. რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ ეს ომიკრონი რომ მალევე გავისტუმროთ. მაინც ყველა მოიხდითო და რაღას ვიკლავ თავს ამ კუკუდამალობიით" - ვკითხულობთ ჟურნალისტის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.


მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი "ომიკრონით" ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ორჯერადად და ასევე ბუსტერ-დოზით იყო ვაქცინირებული.


"ომიკრონი" მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს – გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.


გებრეიესუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია.



0
290
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
290