x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354553
  • სურათი:492660
ორივე ცოლისგან რქებდადგმული და სიღარიბეში გარდაცვლილი-მიქაელ არამიანცის დრამატული ისტორია
image

100 წლის წინ, 1922 წლის 19 იანვარს თბილისში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი მიქაელ არამიანცი.ქვემოთ გაეცნობით მის დრამატიზმის აღსავსე ცხოვრების დეტალებს.



დაიბადა 1843 წლის 4 მაისს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში სოფლის თემის უფროსის ოჯახში



მიქაელის პირველი სამუშაო იყო ხალიჩების საქსოვი მანუფაქტურა შუშში, სადაც ვაჭრის დამხმარედ მუშაობდა. საქმიანობიდან გამომდინარე მას ხშირად უწევდა მოგზაურობდა თავრიზში (სპარსეთი). ერთ-ერთ ასეთ მოგზაურობაში იგი შეხვდა ალექსანდრე მანთაშევს. მომავალში მათი მეგობრობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამიერკავკასიაში ნავთობის მრეწველობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მალე, შუშში დაბრუნებისთანავე, არამიანცი გახდა ოვანეს ხუბლარიანის მანუფაქტურის მმართველი და მას შემდეგ რაც 3000 მანეთი იშოვა, 1871 წელს გადავიდა ტფილისში და ქსოვილებით(შალით, აბრეშუმით) და შაქრით ვაჭრობა დაიწყო, პარალელურად კი ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ აღებ-მიცემობაში სპარსეთსა და ევროპის ქალაქებში.საქმეები ისე კარგად მიდიოდა, რომ უკვე 1876 წელს 33 წლის ასაკში მისი კაპიტალი მილიონ მანეთს აღემატებოდა.




თუმცა, წარმატება მალე ჩაანაცვლა წარუმატებლობების სერიამ: მიქაელ არამიანცი გაკოტრების პირას მივიდა. რუსეთ-თურქეთის ომის(1877) დაწყებისთანავე პარტნიორებმა უღალატეს და ძალიან მოკლე დროში მილიონიანი ქონებიდან მხოლოდ 7000 მანეთი გადარჩა. არამიანცმა გადაწყვიტა არ დანებებულიყო. რისკზე წავიდა ბიზნესში ბოლო სახსრები ჩადო.

1984 წელს იგი ბაქოში სანავთობო კომპანიას აფუძნებს ზემოთ ნახსენები ალექსანდრე მანთაშევთან ერთად საწყისი კაპიტალით-200 000 მანეთით.

image

XX საუკუნის დასაწყისისათვის „მანთაშევი და კომპანია" ნავთობის მოპოვებაში მხოლოდ „ძმები ნობელების კომპანიასა“ და „ძმები როტშილდების კასპია-შავი ზღვის საზოგადოებას“ ჩამორჩებოდა.წარმომადგენლობები გახსნილი ჰქონდა სმირნაში, თესალონიკეში, კონსტანტინოპოლში, კაიროში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და სხვა ქალაქებში. კომპანიის 1/3 წილს მფლობელი არამიანცი იყო.1898 წლისთვის არმიანცს უკვე ჰქონდა 9 მილიონი მანეთი.


image


1902 წელს არამიანცი იწყებს საკუთარი სახსრები საავადმყოფოს აშენებას 75 საწოლზე გათვლილი, რომლის აშენებისთვისაც 100 000 მანეთი გაიღო, 1909 წელს საავადმყოფო არამიანცმა ქალაქს გადასცა, თუმცა საკუთარი სახსრებით ინახავდა.ის თავად იხდიდა, როგორც სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, ასვე ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯებს .საავადმყოფოში იდგა კავკასიაში პირველ რენტგენის აპარატი, რომელიც ევროპიდან არამიანცმა პირადად ჩამოიტანა. ამის გარდა არამაინცს კიდევ მრავალი საქველმოქმედო პროექტები აქვს განხორციელებული როგორც საქართველოში ასევე, მის მშობლიურ ყარაბაღში და სომხეთში, მათ შორის, 50 ათასი მანეთის შეწირვა თბილისის მეორე გიმნაზიისათვის და სვეტიცხოვლის რესტავრაციაზე გაღებული თანხა.

imageფოტოზე:არამიანცის საავადმყოფო(ახლანდელი #1 კლინიკური საავადმყოფო)


ცალკე თემაა არმაინცის მიერ თბილისში აგებული შენობები, მათ შორის სასტუმროები „მაჟესტიკი"(ახლანდელი "თბილისი მარიოტი") და "პალას-ოტელი"(ახლანდელი თეატრის და კინოს უნივერსიტეტი რუსთაველის გამზ. #19- ში), ცნობილი ოლგას სახლი „ვერის ბაზრის“ მიმდებარედ (დღეს მერაბ კოსტავას) ქუჩაზე და სერგიევის ქუჩაზე (დღეს მაჩაბელის #6) მდებარე ლამაზ შენობა, სწორედ ამ შენობის სარდაფში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სრულ სიღატაკეში,

ბოლშევიკებმა მას ყველაფერი წაართვეს.


imageფოტოზე სასტუმრო„მაჟესტიკი“(ახლანდელი "თბილისი მარიოტი")


"მაჟესტიკი" 1918 წელს გაიხსნა. ეს იყო პირველი 5 სართულიანი სასტუმრო თბილისში, პირველ სართულზე რესტორანით და ვრცელი ვესტიბიულით, რომელსაც თბილისის სასტუმროთა შორის ანალოგი არ ჰქონდა – ევროპული და ამერიკული სასტუმროების მსგავსად, ვესტიბიული ჩაფიქრებული იყო, როგორც საზოგადოებრივი სივრცე – შეხვედრების ადგილი და არა მხოლოდ სასტუმროს მობინადრეთათვის. იატაკისთვის და კიბეებისთვის მარმარილო იტალიიდან ჩამოიტანეს, პილასტრები და სვეტები ხელოვნური მარმარილოთი მოაპირკეთეს, ინტერიერის გაფორმება პეტროგრადიდან ჩამოყვანილ მხატვარ-დეკორატორებს შეუკვეთეს. სასტუმროს სარდაფში მოწყობილი კინოთეატრი 1930 წლამდე ფუნქციონირებდა. გასაბჭოების შემდეგ შენობა პროფკავშირებს გადასცეს.





თვითმხილველები ჰყვებიან, ყოფილი მილიონერი და მეცენატი, ტფილისის საპატიო მოქალაქე როგორ იჯდა თავისავე აგებული სასტუმროს ძირში ნახევრად მშიერი და ბუტბუტებდა" ეჰ რა დრო იყო".


2013 წელს მაჩაბლის #6-ში სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა არამიანცმა მემორიალური დაფა გაიხსნა.

imageფოტოზე:სახლი მაჩაბლის ქუჩაზე, რომლის სარდაფშიც ცხოვრობდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები არამიანცი




არამიანცს ცოლად ჰყავდა თბილისელი კომერსანტის ქალიშვილი ეხისაპედ შოლკოანცი რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა. მათგან ორი მცირეწლოვან ასაკში გარდაიცვალა. ეხისაპეტს ერთბაშად ორი საყვარელი გაუჩენია, რომლიც შესახებაც ლამისა მთელმა ქალაქმა იცოდა, მარტო თავად მიქაელი ვერ იჯერებდა, სანამ ცოლის სასიყვარული წერილი არ ჩაუვარდა ხელთ, მხოლოდ ამის შემდეგ გაშორდა ცოლს.

image

imageფოტოებზე არამიანცი ოჯახთან ოჯახის ახლობლებთან ერთად


ხანგრძლივი მარტოობის შემდეგ მეორედ შეუყვარდა, ბაქოდან ხელახლა თბილისში გადმოსვლის შემდეგ ბიზნეს პარტმიორის მანთაშევის და ლამაზმანი ევგენია შხიანცი, თუმცა მასზე ოფიციალურად არ დაქორწინებულა. კომერსანტმა ევგენიას ოლგას ქუჩაზე სამსართულიანი სახლი აუშენა, ეზოში პარიზიდან ჩამოტანილი, საგანგებოდ მისთვის დამზადებული ირმების ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგა და საჩუქრებითაც ანებივრებდა, თუმცა არც მასთან გაუმართლა. ქალი საყვარელთან, მისსავე ექიმთან ერთად თბილისიდან გაიქცა. იგი არამიანცთან მრავალი წლის შემდეგ, ავადმყოფი დაბრუნდა, მიქელმა მიიღო იგი, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა. გარდაცვლილი სატრფოს პატივსაცემად, მის სახლთან გამავალ პატარა ქუჩისთვის არამიანცმა ევგენიას სახელი დაარქმევინა.

imageფოტოზე: ევგენია შხიანცი




1907 წელს თბილისში ბოროტმოქმედებმა არამიანცის ვაჟი გაიტაცეს და ბიზნესმენს მის განთავისუფლებაში 100 ათასი მანეთი გამოსძალეს. უფრო გვიან, 1919 წელს მაისში ყაჩაღებმა თვითონ მიქაელის გატაცებაზე მოითბეს ხელი, თუმცა დამნაშავეები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა განსაკუთრებული რაზმის წევრებმა აღმოაჩინეს და დააპატიმრეს. მიქაელ არამიანცის ცხოვრებაში 1904 წელს კიდევ ერთი ინციდენტი მომხდარა. გაზეთების ცნობით, თბილისში, არტისტული საზოგადოების კლუბში, ბანქოს მოთამაშე არამიანცისათვის გარედან შემოსულ ერთ-ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია. კომერსანტს ჯიბიდან რევოლვერი ამოუღია და გაუსვრია. სასამართლომ არამიანცი გაამტყუნა და 8 თვით „პატიმართა გამასწორებელ რაზმში“ გაგზავნა მიუსაჯა, რომელიც შემდეგ ორთვიანი ციხით შეუცვალეს.


1920 წლის გაზაფხულზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, მიქაელ არამიანცს სახელმწიფომ თბილისში ქონების ნაწილი (რუსთაველის გამზირზე #17-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობა და მიწის ნაკვეთი) იძულების წესით ჩამოართვა, მაგრამ თანხით აუნაზღაურა. საბჭოთა რეჟიმმა კი მას ყველაფერი წაართვა და მხოლოდ საცხოვრებელი ბინა დაუტოვა.


არამიანცის ვაჟები არამი და სოგომი 2021 წელს ემიგრაციაში საფრანგეთში გაიხიზნნენ, ხოლო მიქაელთან ერთადერთ მზრუნველად მისი უფროსი ქალიშვილი, ფლორა დარჩა, რომელმაც 100 წელზე მეტ ხანს იცოცხლა და1980 იანი წლების დასაწყისში თბილისში გარდაიცვალა. არამიანცის კიდევ ერთი ქალიშვილის ანას შთამომავლები დღეს ლონდონში ცხოვრობენ.ანას შვილიშვილი ალექსანდრე დ' ჯანოევი ხშირად ჩამოდის თბილიში, მისი ერთადერთი ქალიშვილი კატია, 24 წლის, მომღერალი და კომპოზიტორია. სხვათა შორის, თბილისში აპირებს დასახლებას.

imageფოტოზე: ანა არამიანცის შვილიშვილი ალექსანდრე დ' ჯანოევი



image

ასევე დაგაინტერესებთ


50 წელი შეუსრულდა დღეს ულამაზეს და უცხოეთში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქალს, ეკატერინე მწითურიძეს. ეკა თბილისში დაიბადა 1972 წლის 10 იანვარს, მამა გეოლოგი ჰყავდა, ხოლო დედა პროვიზორ-ფარმაცევტი.სხვათა შორის ეკას სახელი მშობლებმა ცნობილი ფრანგი მსახიობის, კატრინ დენევის საპატივცემლოდ დაარქვეს, რომელმაც სსრკ-...


დღეს 11 სექტემბერს, 20 წელი შესრულდა, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერაქტიდან, რომელმაც არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო ისტორია შეცვლა, ამ საზარელი ტრაგედიას ერთი უნიჭიერესი თბილისელი ბიჭი, ალექსანდე ლიგინიც შეეწირა, რომელიც მამა-პაპით თბილისელი გახლდათ. საშა დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს, თბილისში. მამა, ვლადიმერ ლიგინი...



მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ემიგრაციაში დაიბადა და ქართულიც არ იცოდა, მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს აკეთებდა, მაგალითად საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში- 1994 წელს მან დააფუძნა საქართველოს მეგობართა ფონდი, რომელსაც აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის, პავლე ჭავჭავაძის შ...


170 წლის წინ დაიბადა ექიმი, ქველმოქმედი, ავადმყოფთა და უპოვართა მფარველი ნიკოლოზ ხუდადოვი, მის შესახებ საზოგადოების უდიდეს ნაწილი ძალზე მცირე ინფორმაციას ფლობს, ბევრს იგი რევოლუციონერიც კი ჰგონია, (ალბათ იმიტომ, რომ მუშათა კლასის დიდი გულშემატკივარი იყო)მაგრამ ეს ასე არ არის. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, დაიბადა 1849(ან 1850) წ...


39 წლის წინ, 1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად დაიჭრა აჰმედის ვაჟი- იბერია, დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის იყო, აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში და...

1
203
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
203
  
20 იანვარი, 11:19
მდაა... ძალიან სევდიანი
0 1 1