x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქმრომ ქორწილშივე მოითხოვა პატარძალთან გაყრა... სიმღერის გამო

image

ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ინციდენტი მოხდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში.

ადგილობრივმა საქორწინო სახლმა უკვე მოახერხა ყველაზე სწრაფი განქორწინების რეგისტრაცია და ძნელად თუ ვინმე შეძლებს ამ რეკორდის მოხსნას, რადგან საქმრო ოფიციალურად დაშორდა პატარძალს ქორწილის დროს, იუწყება გამოცემა Gulf News.

ასეთი ელვისებური გაყრას, კომიკურობას მატებს გაყრის მიზეზი. დამნაშავეა სიმღერა!

ქორწილის დროს, როცა ოფიციალური ნაწილი უკვე დასრულდა და მილოცვისა და გართობის დროც როცა დადგა, სცენაზე ავიდა პატარძალი.

ახლა, როდესაც ხელი უკვე მოწერილი ჰქონდათ, როგორც ჩანს, გოგონამ გადაწყვიტა ეგრძნობინებინა, რომ ახლა, სწორედ ის იქნებოდა ოჯახის უფროსი.

პატარძალმა ჩაართვევინა სირიელი მომღერლის, ლამის კან მესაიტარას სიმღერა "Mesaytara" და მასზე იცეკვა, სიმღერის სათაური ითარგმნება ასე: "მე ვდომინირებ".

მაგრამ საქმროს და მისი ოჯახს, როგორც ჩანს, არ მოეწონათ მატრიარქტული იდეები, ამიტომ პატარძლის ნომერი პროვოკაციად მიიღეს. განსახილველი არაფერი იყო - ქმარმა მაშინვე მიმართა ადმინისტრაციას, რომ რაც შეიძლება მალე გაეუქმებინათ ქორწინება.

თუმცა საქმროს გაგება შეიძლება, უბრალოდ სიმღერის ფრაგმენტის თარგმანი ნახეთ: „მე ვდომინირებ და ჩემი მკაცრი მითითებებით იცხოვრებ. ქუჩაში სხვა გოგოს თუ შეხედავ, მიგატოვებ. დიახ, ძვირფასო, გაგაკონტროლებ ყველაფერში. სანამ ჩემთან ერთად ხარ, ჩემი წესებით იცხოვრობ – მე გაგაფრთხილე“.

0
933
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0