x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
როგორ იღებდნენ საბჭოთა კინოს ყველაზე ე@ოტიკულ სცენას
image


შიშველი ქალის ზურგი, ხმაურით გახსნილი ბიუსტჰალტერი და ხელებით დაფარული მკერდი - ეს სცენა საბჭოთა მაყურებლისთვის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად დიდი ხნით იქცა. მაცდუნებელი "ანა სერგეევნას" როლი სვეტლანა სვეტლიჩნაიას ხვდა წილად, თუმცა დიდი შანსი იყო მისი თამაში - "ყუბანის კაზაკებისა" და "ბოშას" ვარსვლავს კლარა ლუჩკოს რგებოდა.


image


კლარა ლუჩკოსა და სვეტლანა სვეტლიჩნაიას ფოტოსინჯები


image


"ბრილიანტის ხელში" მე მხოლოდ ფოტოსინჯი მქონდა", - იხსენებს ლუჩკო. - გზად სტუდიაში, გაიდაის გადავეკვეთე. მან წამოიძახა: "კლარა, გინდა ბედი ჩემს ფილმში სცადო?" მე ვუთხარი: "იცი, მე საცურაო კოსტიუმში გადაღება არ მსურს". "ნუ კარგი, მოდით ვცადოთ!" მომცეს რაღაც საცურაო კოსტიუმი და სცენის დეტალები გამაცნეს, ფოტო გადამიღეს ეს იყო და ეს. როლი არასერიოზულად მომეჩვენა. მალევე სხვა ფილმში გადასაღებად წავედი, ხოლო როცა უკან დავბრუნდი, სვეტლიჩნაია როლზე უკვე დამტკიცებული იყო".


image


ლუჩკოს მოულოდნელად წასვლის შემდეგ, სამხატვრო საბჭოს "ანა სერგეევნა" სამი მსახიობიდან უნდა შეერჩია, ესენი ივნენ - სვეტლანა სვეტლიჩნაია, ევა კივი და იუდინა. სამხატვრო საბჭოს განხილვა საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა: ბევრი ყოყმანის შემდეგ როლზე საბოლოოდ, სვეტლიჩნაია დამტკიცდა.


image


სვეტლანა გადაღებამდე ძალიან ღელავდა - ის კამერის წინ პირველად შიშვლდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა მას კადრში მხოლოდ ზურგი გამოუჩნდებოდა მსახიობს არც ეს ამშვიდებდა, გარდა ამისა, ზევით, სპეციალურ კიბეებზე გამნათებლები იმყოფებოდნენ, რომლებსაც მისი შიშველი სხეულის დანახვა შეეძლოთ, ამიტომ გადაღებების დაწყებამდე, გაიდაიმ ყველა მათგანს გადასაღები მოედნის დატოვება უბრძანა. მოედანზე მხოლოდ რეჟისორი, მისი ასისტენტი, ოპერატორი და სვეტლიჩნაი იყვნენ.


image


მართალია მსახიობმა დაკისრებული როლი მშვენივრად შეასრულა, თუმცა მისი ხმა კინოსურათში მთლინად გადახმოვანდა. ვნებიანი ტანგო "Помоги мне" აიდა ვედიშევამ შეასრულა. სვეტლიჩნაია გაიდაიზე ძალიან განაწყენდა, რომ მან ფილმში მას სიმღერის საშუალება არ მისცა. "ანა სერგეევნამ" ნინა გრებეშკოვას მიზეზიც კი ჰკითხა თუ "რატომ არ მისცა გაიდაიმ მას ფილმში თავისი ხმით სიმღერის შესრულების უფლება". თავად როლიც თითქმის მთლიანად ხელახლა გახმოვანდა (გაიდაის თხოვნით, ეს ზოია ტოლბუზინამ შეასრულა). ფილმში სვეტლიჩნაია თავისი ხმით მხოლოდ ერთადერთ (თუმცა როგორს!) ფრაზას ჰყვირის: "ჩემი ბრალი არ არის! ის თავად მოვიდა! ("Не виноватая я! Он сам пришел!")




0
1117
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1117