x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოიცანით ვინ არის გიტარით ხელში? - ცნობილი მომღერლის ქალიშვილი მამის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს

image

ქეთევან წიკლაურმა "ფეისბუქზე", მამის, თემურ წიკლაურის აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ქეთი წერს, მამამისი ფოტოზე 20-21 წლისაა. იმ დროს თემურ წიკლაური უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლობდა.

ქეთის სურდა გაეგო ვინაა გოგონა, რომელიც მამამისთან ერთად სცენაზე, თუმცა როგორც კომენტარებიდან ირკვევა საბოლოოდ მისი ვინაობა გაურკვეველი დარჩა.

-ეს გოგო ვინ არის, სამწუხაროდ არ ვიცი. მამა სტუდენტობის დროს, ქალბატონ დოდო ბრაინსბურგთან ერთად უნივერმაღში მღეროდა. თუმცა ეს ფოტო უცხო ენათა ინსტიტუტში სწავლისას არის გადაღებული.

კომენტარებში თემურ წიკლაურის ახალგაზრდობის დროინდელ ფოტოზე ამგვანებენ მის შვილიშვილს, ანდრო გოგიბედაშვილს.

ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა, თემურ წიკლაურის საფლავზე, სადაც მისი ძეგლი უცნობმა პირებმა დააზიანეს.სავარაუდოდ ქურდებს წიკლაურის ძეგლი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ეგონათ, მაგრამ რომ მიხვდნენ, რომ ხეირს ვერაფერს ნახავდნენ, შეეშვნენ:


image

- მე ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამიკვირდა მამას საფლავზე მომხდარი ამბავი.უბრალოდ გამიხარდა, რომ ძეგლის ნაწილი არ გააფუჭეს ბოლომდე და არ წაიღეს.....

კარგი იდეა მომცა ახლობელმა, ვინც პირველი პოსტი დადო ამის შესახებ - გააკეთე ნიშნული, სადაც ეწერება, რომ ეს ძეგლი არ არის ბრინჯაოსგან დამზადებული! :)) დიახ, ძეგლის მასალაა: პოლიურეთანი, შეღებილია აკრილის საღებავით. გმადლობთ ყურადღებისთვის", -აღნიშნა ქეთი წიკლაურმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მოღერალი თეიმურაზ წიკლაური 2021 წლის 1 თებერვალს კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა გორის ჰოსპიტალში.მომღერალი 75 წლის იყო.

თემურ წიკლაურის რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორისაა: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო-დინამო", ასევე პოპულარობა მოიპოვა სიმღერებით "ნიკორა", თავადის ქალო", "გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ", "მეეტლევ", "გული არა ბერდება" და სხვა.


0
957
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
957
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0