x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, ისევ ამერიკას დაუბრუნდა

image
მომღერალი სოფო ნიჟარაძე, სავარაუდოდ, ისევ ნიუ-იორკში დაბრუნდა. სოფომ „ინსტაგრამ-სთორიში“ აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.


შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძე ნიუ-იორკიდან საქართველოში ოქტომბერში დაბრუნდა. მისი დაბრუნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას დაუკავშირეს.

image
სოფო ამერიკაში სამი წელია ცხოვრობს, ამერიკაში გააჩინა თავისი გოგონა, ელის მარია, რომლის მამის ვინაობა დიდი ხნის მანძილზე ჭორების საბაბი იყო. მაგრამ გასული წლის მიწურულს მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ საახალწლო მილოცვის წერილში განაცხადა, რომ ელის მარია მისი ქალიშვილია.


სოფომ საქართველოში ტელევიზიების საახალწლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ კი, როგორც ჩანს, გეზი კვლავ ამერიკისკენ აიღო.

0
683
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0