x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
კატები, ვირთხები, სპილოები... რისი ჭამა უწევდათ პარიზელებს XIX საუკუნის ბოლოს?

საფრანგეთის დედაქალაქი ცნობილია თავისი გასტრონომიით. სწორედ პარიზში გამოჩნდა პირველი რესტორნები, ისევე როგორც ბევრი პოპულარული და დახვეწილი კერძი. მაგრამ იყო რთული პერიოდები პარიზელთა ცხოვრებაშიც. ასე რომ, ოთხი თვის განმავლობაში 1870-1871 წლებში პარიზელთა მენიუს საფუძველი იყო ცხენის ხორცი, ძაღლების და ვირთხების ხორცი. მათ ზოოპარკიდან სპილოც კი შეჭამეს.image
1870 წლის ზაფხულში დაიწყო სისხლიანი ომი საფრანგეთის იმპერიასა და ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციას შორის. გერმანული ჯარები შეიჭრნენ საფრანგეთში, იმპერატორი ნაპოლეონ III წავიდა ფრონტზე და ტყვედ ჩავარდა სედანის ბრძოლაში. ერთი დღის შემდეგ, 3 სექტემბერს, პარიზში აჯანყება დაიწყო. სექტემბრის რევოლუციამ იმპერატორი გადააყენა და კიდევ ერთხელ დააარსა რესპუბლიკა. საფრანგეთი ომს აგებდა, პარიზი კი ალყისთვის ემზადებოდა. 2 მილიონიანი ქალაქის ბლოკადის მოლოდინში მეზობელი რაიონებიდან წაიღეს მთელი საკვები და საწვავი, ასევე ცხოველები რაც კი იპოვეს.image
18 სექტემბერს გერმანელებმა მთლიანად დაბლოკეს პარიზი და ალყა შემოარტყეს ქალაქს. იმის შიშით, რომ მსხვერპლი თავადაც ეყოლებოდათ, თავს არ დაესხნენ. გერმანელი გენერლები იმედოვნებდნენ, რომ პარიზელები დასუსტდებოდნენ შიმშილისგან და დედაქალაქს მარტივად აიღებდნენ.image
სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ, 10 ოქტომბერს, ქალაქში დაიწყო საკვების პრობლემების პირველი ნიშნები, ცხვრისა და პირუტყვის დეფიციტი. პარიზელებმა დაიწყეს ცხენების ხოცვა ხორცისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები დიდი ხანია იყენებდნენ ცხენის ხორცს, დედაქალაქის განებივრებული მაცხოვრებლები ამას უკვე სკეპტიკურად უყურებდნენ. საკვებში სისცხლიც კი გამოიყენებოდა. მას აგროვებდნენ სასაკლაოებიდან და იყენებდნენ პუდინგების დასამზადებლად.image
იმ დღეებში პარიზის ცენტრალურ სანიტარულ კომისიაში გაიმართა ვახშამი, რომელზეც მიირთვეს ცხენის ხორცის წვნიანი ტოსტთან ერთად, მოხარშული ცხენის ხორცი კომბოსტოსთან ერთად, მოთუშული ცხენის ბარძაყი, შემწვარი ცხენის ხორცის ფილე. ვახშამი დასრულდა საქონლის ხორცით და იმავე ცხენის ხორცისგან შემდგარი სოსისით. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო პარიზელების იძულებითი გასტრონომიისთვის, ამიტომ პარიზელებმა კალორიების ალტერნატიულ წყაროებს მიმართეს.image

1870 წლის 12 ნოემბერს როშეშუარის ქუჩაზე დადგეს კიოსკი, სადაც, თვითმხილველის თქმით, საკმაოდ უჩვეულო ხორცი განათავსეს:

”დახლის მარჯვენა მხარეს იდო დიდი ძაღლების რამდენიმე გვამი... და კატის... დახლის მარცხენა მხარეს - უჯრაზე დაახლოებით ათეული ვირთხა. ახალგაზრდა ქალი, სულ შემოხვეული, მორცხვად მიუახლოვდა მათ პატარა გოგონასთან ერთად. სურდათ გაეგოთ ვირთხის ფასი და თუ ფული ეყოფოდათ, ერთი ეყიდათ."imageimage
კიდევ ერთმა თვითმხილველმა ახალ არომატებზე კომენტარი გააკეთა:

„ძაღლის ხორცი ცხვრის კარგი შემცვლელია“, ხოლო „კატას, როგორც მთელ მსოფლიოშია ცნობილი, კურდღლის ნაცვლად ხშირად მიირთმევენ“. უფრო მდიდრებს შეუძლიათ მსუქანი ვირთხებისგან პაშტეტის დამზადება, რადგან თითო კილოგრამი 1, 5-2-ჯერ ძვირი ღირს."

ნოემბერში გამოაცხადეს პარიზის ცნობილი კაფეებისა და რესტორნების უმეტესობის დახურვის შესახებ, რომელთაგან ბევრი გადაკეთდა იაფ სასადილოებად, სადაც ღარიბებსაც კი შეეძლოთ ჭამა.image

1870 წლის შობის დღეს რესტორან Voisin-ში ტრაპეზი გაიმართა. ის ისტორიაში მენიუს წყალობით გახდა ცნობილი. მას ეწოდა „99 დღიანი ალყა“, ასევე დართული იყო ღვინის მდიდარი სია. მენიუში პირველი კერძი ბოლოკით, კარაქით და სარდინით სავსე ვირის თავია. ორი წვნიანი იყო: წითელი ლობიოს წვნიანი კრუტონებით და სპილოს ბულიონი. ასევე Voisin-ის მენიუში იყო კატები, ვირთხები, კენგურუ სეზამით, ანტილოპა ტრიუფელში და მგელი ირმის სოუსში.

ამ ცხოველების უმეტესობა დანის ქვეშ მოექცა პირდაპირ ზოოპარკებიდან, სადაც მათ შეწყვეტილი ჰქონდათ ცხოველების გამოკვება და გადარჩენა. დანის ქვეშ მოექცა სამი სპილოც.image
1871 წლის 28 იანვრისთვის, როდესაც გერმანელებმა ალყა მოხსნეს, პარიზი დაბომბვის შედეგად დაზიანდა და მოშიმშილე ხალხით აივსო, ყველა შინაური ცხოველი მთლიანად გაქრა ქალაქიდან, ცნობილი პუდელიც კი.image









0
224
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0