x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120584
  • ვიდეო:354543
  • სურათი:492650
მერილინ მონროს აფრიალებული კაბა - როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა მის ცხოვრებაზე?

image


მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის, მანჰეტენი ნიუ-იორკელი მარტოხელა მამაკაცების საყვარელი სასეირნო ადგილი გახდა. ისინი გარკვეულ ადგილებში იკრიბებოდნენ და ელოდებოდნენ. რას? მომენტს-როცა ქვემოდან ჰაერის ნაკადი ძლიერად დაუბერავდა და შემთხვევით გამვლელი ქალის ფეხებს გააშიშვლებდა. ეს გართობა ნახევარი ასწლეული არ კარგავდა პოპულარობას და ინტერესი მხოლოდ 60-იან წლებში დაკარგა. სწორედ ასეთი მომენტი შევიდა მსოფლიო კულტურის ისტორიაში მერილინ მონროს მონაწილეობით.

1954 წლის 15 სექტემბრის ღამეს, ნიუ-იორკის ლექსინგტონ ავენიუსა და 52-ე ქუჩის კუთხეში, ადამიანების დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი. მიმდინარეობდა ფილმის "შვიდი წლის თავზე" გადაღებები, შესანიშნავი მერილინ მონროს მონაწილეობით. იგი თეთრი კაბით ცხაურზე იდგა, რომელიც ჩაშენებული იყო ტროტუარზე და კაბას გარკვეული დროის მონაკვეთებში ჰაერის ნაკადი უფრიალებდა.


image


ამ ნაკადს ჩვეულებრივ მეტროპოლიტენი ქმნიდა. ქარის ყოველ დაბერვას, რომელიც მონროს ფეხებს აშიშვლებდა, მაყურებლები ოვაციებით ხვდებოდნენ, ოპერატორი კი განუწყვეტლივ იღებდა ახალ-ახალ დუბლებს, იდეალური სურათი რომ მიეღო. ამ მომენტისთვის, კაბების ფოკუსი უკვე 50 წელზე მეტია ართობდა მამაკაცებს, მაგრამ ცხაურზე პირველად აღმოჩნდა მილიონების კუმირი და სუპერვარსკვლავი.


როგორ იყო ეს მეტროპოლიტენის გახსნამდე


კაბებით გართობა ჯერ კიდევ მიწისქვეშა კომუნიკაციების პირველი ხაზის გახსნამდე გაჩნდა. 1904 წელს, მე-5 ავენიუსა და 23-ე ქუჩის გადაკვეთაზე აშენდა ცათამბჯენი ფლეტაირონ-ბილდინგი. ის ერთ-ერთი პირველი მაღლივი შენობა იყო ქალაქში. მას სამკუთხა ფორმა ჰქონდა და ამიტომ ქუჩებს ქარებისგან არ იცავდა, პირიქით ორპირ ქარებს უწყობდა ხელს.


image

ფლეტაირონ-ბილდინგი (ცენტრში)

მსუბუქი ნიავიც კი ქარბუქად იქცეოდა ფლეტაირონ-ბილდინგის გზაჯვარედინზე. ქალბატონები, რომლებიც ამ მომენტში ქუჩაში აღმოჩნდებოდნენ, იძულებული იყვნენ კაბები ხელით დაეჭირათ. თუ ეს მომენტი გაეპარებოდათ, "ცელქ სიოს" შეიძლება თავზე ჩამოემხო მათთვის კაბა. ეს კი იმ დროისთვის ნამდვილი ეროტიული შოუ იყო.


image

ფლეტაირონ-ბილდინგის ქარებისადმი მიძღვნილი კარიკატურა

მე-5 ავენიუსა და 23-ე ქუჩის კუთხეში ყოველთვის იდგნენ პიკანტური სანახაობის მომლოდინე უსაქმურები. მაგრამ ეს რაიონი მაშინ უკვე ელიტური იყო და პოლიციას არ მოსწონდა ასეთი შეკრებები, თანაც ხშირად არაპრეზენტაბელურად ჩაცმულების. კოპები მათ უყვიროდნენ "Twenty three skidoo!" ("მოუსვით აქედან 23-ე ქუჩაზე"). ამ დროს იმ ადგილიდან ყველა იბარგებოდა და კუთხეს ეფარებოდა...ცოტა ხნით. პოლიციელებს იმდენად ხშირად უწევდათ ჩარევა, რომ ფრაზა "23 skidoo" ნიუ-იორკელებს შორის საიმედოდ დამკვიდრდა. ეს ფრაზა ახლაც იმავე მნიშვნელობით იხმარება, რაც "მოუსვი აქედან".


კაბები და მეტროპოლიტენი


1904 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაიხსნა. მალე მანჰეტენის ქვეშ გვირაბების ხშირი ქსელი გაჩნდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო მიწის ზედაპირთან. ბევრ ქალაქში მიწისქვეშა გვირაბებში, ჰაერის ნაკადების გადადინებისთვის აწყობენ სავენტილაციო სადგურებს. მოაწყვეს ნიუ-იორკშიც, მაგრამ არა მანჰეტენზე, სადაც მიწა ასტრონომიულად ძვირია.



image

მეტროს ცხაურები ახლაც ამშვენებს მანჰეტენს

ამიტომ ვენტილაციისთვის გააკეთეს უბრალოდ ღიობები, რომელიც მძიმე ცხაურებით (ბადეებით) დახურეს. როცა ასეთი ცხაურის ქვეშ გადის მატარებელი, ის ჰაერის ძლიერ ნაკადს ქმნის, რომელიც ქუჩაში იჭრება. თუ ამ მომენტში ბადეზე ქალბატონი დგას თავისუფალ კაბაში, მაშინ ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე ფლეტაირონ-ბილდინგის ქარებისა.

1957 წლის 15 სექტემბრის ღამეს, მონროს მონაწილეობით 14 დუბლი გადაიღეს, მაგრამ ფილმის რეჟისორმა არცერთი არ მოიწონა. მოგვიანებით იგივე ეპიზოდი ჰოლივუდის პავილიონში გადაიღეს. ფილმი "შვიდი წლის თავზე" მსახიობის მორიგი ხმაურიანი წარმატება იყო და მომავალში მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საქმე პოპულარობაში არ არის, არამედ იმ წარუმატებელ დუბლებში (ქუჩის დუბლებში).


image

საბედისწერო ქარი მიწისქვეშა გვირაბიდან



კაბის ეპიზოდის გადაღებების ღამეს, მამაკაცების ჯგუფში იყო ცნობილი კალათბურთელი ჯო დი მაჯიო. ის სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ სულაც არ იყო აღფრთოვამებული მერილინის აფრიალუბული კაბით. ეს არცაა გასაკვირი, რამდენადაც ჯო პათოლოგიურად ეჭვიანი იყო, და რაც მთავარია მსახიობის კანონიერი ქმარი გახლდათ. მამაკაცების შეძახილებით და მათი უხამსი ხუმრობებით მისი ცოლის მისამართით, სპორტსმენი განრისხებული იყო. გადაღებების შემდეგ მეუღლეებმა იჩხუბეს და ორი კვირის შემდეგ მონრომ გაყრაზე განცხადება შეიტანა.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, ქარმა მეტროდან, მსახიობის ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიტანა.


image

მერილინ მონროს ქანდაკება ჩიკაგოში

ახლა მეტროპოლიტენის ჰაერის ნაკადებით მხოლოდ ტურისტები ინტერესდებიან, რომელთაც სურვილი აქვთ გაიმეორონ ისტორიული კადრები. ნიუ-იორკში დიდიხანია შიშველი ფეხებით ვეღარავის გააკვირვებ, და არა მარტო ფეხებით. კინოვარსკვლავის კოქტეილის კაბა კი, რომელიც ისტორიაში შევიდა, 2011 წელს აუქციონზე 4, 6 მილიონ დოლარად გაიყიდა. რა თქმა უნდა, ფასის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა არა მხოლოდ იმან, რომ ეს მერილინ მონროს კაბა იყო, არამედ იმან, რომ ამ კაბას მთელი მსოფლიო იცნობს.








სხვა სტატიები:








უბრალო ხერხები, რომელიც მერილინ მონროს, სოფი ლორენს და სხვ. ეხმარებოდა სრულყოფილების მიღწევაში

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


როგორ იღებენ სინამდვილეში ჰოლივუდის ფილმებს

image


რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)

image


კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა

image


59 ათასიდან 4 მილიონამდე - რამდენად გაიყიდა ყველაზე ძვირფასი კოსტიუმები კინოს ისტორიაში

image


სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით

image


სელებრითების შვილები, რომლებსაც ვერც კი გაარჩევთ მშობლებისგან

image


რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.

image





0
451
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0