x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
„კოვიდ პანდემია 2022 წელს დასრულდება!“ - გერმანელი ვირუსოლოგი

image

გერმანელი ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს დასრულდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვირუსოლოგის პროგნოზის მიხედვით, გერმანია პანდემიის წინანდელ ცხოვრებას 2022 წელს დაუბრუნდება. ამასთანავე ვირუსოლოგი მომავალი წლის ზამთარში ახალ ეპიდაფეთქებას არ გამორიცხავს.

„ვაქცინაციის წყალობით ეპიდემიის დამარცხების გზის უდიდესი ნაწილი გავლილია“- განაცხადა დროსტენმა. მისი თქმით, პოპულაციური იმუნიტეტი „სწორი მიმართულებით ვითარდება“.

ვირუსოლოგი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან კორონავირუსით ყველა ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ ვაქცინაციის შედეგად პაციენტებს დაავადება მარტივი ფორმით გადააქვთ. გერმანიისთვის ვაქცინაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ქვეყანაში ბევრი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს - ამბობს ექსპერტი.

დროსტენი დიდ იმედს ამყარებს ცოცხალ ვაქცინაზე, რომელიც სპრეის სახით იქნება წარმოდგენილი და მისი შესხურება ცხვირში მოხდება. ეს სპრეი ლორწოვან გარსზე იმუნიტეტს შექმნის. ვირუსოლოგი ამას „ვაქცინაციის სრულიად ახალ ეტაპს“ უწოდებს.

დროსტენი ამბობს, რომ პანდემიას გარკვეული დადებითი ეფექტი ჰქონდა, რადგანაც მან მედიცინის განვითრებას ხელი შეუწყო. ეს როგორც კორონავირუსთან, ასევე სხვა ინფექციურ დაავადებებთან და კიბოსთან ბრძოლას ეხება.

* * *

ტვინდემია - გრიპის ვირუსის დაბრუნების შემდეგ ევროპა ხანგრძლივი „ტვინდემიის“ საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ Reuters-ი იწყება.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ჩაკეტვამ, პირბადეების ტარებამ, სოციალური დისტანციის დაცვამ, ევროპაში სეზონური გრიპი დაამარცხა, მაგრამ ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა, რადგან ქვეყნები კორონავირუსთან საბრძოლველად ნაკლებად მკაცრს ზომებს იღებენ. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ევროპაში გრიპის ვირუსები მოსალოდნელზე მაღალი ტემპით ცირკულირებდა.

გრიპის საკითხებში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მთავარმა ექსპერტმა პასი პენტინენმა აღნიშნა, რომ ვირუსის დაბრუნება შესაძლოა, უჩვეულოდ ხანგრძლივი გრიპის სეზონის დასაწყისი იყოს, რომელიც ზაფხულამდე გაგრძელდება.

„თუ ჩვენ დავიწყებთ ყველა შეზღუდვის მოხსნას, ეს გრიპის ცირკულაციას საგრძნობლად გაზრდის. კორონავირუსის არსებობის ფონზე კი „ტვინდემია“ ისედაც დატვირთულ ჯანდაცვის სისტემაზე კიდევ უფრო დიდ დატვირთვას მოახდენს“, - განაცხადა პენტინენმა.

გრიპის დომინანტური შტამი, რომელიც ევროპაში ცირკულირებს, A ტიპის H3 ვირუსია, რომელიც ჩვეულებრივ ყველაზე მძიმე შემთხვევებს ხანდაზმულ ადამიანებში იწვევს.

* * *

328 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (328, 826, 023) ასეთია worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებული. ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილ პირთა რიცხვით.

17 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 5, 557, 754 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 267, 714, 615 მლნ-ს შეადგენს.

Covid 19-ის სტატისტიკა გავრცელების კუთხით კვლავ მზარდია:

აშშ - 66, 995, 533

ინდოეთი - 37, 380, 253

ბრაზილია - 23, 006, 952

დიდი ბრიტანეთი - 15, 217, 280

რუსეთი - 10, 803, 534

თურქეთი - 10, 457, 164

საფრანგეთი - 14, 172, 384

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

0
326
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0