x
image
intermedia.ge
Mediator image
რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის სიძეა მიხეილ ყაველაშვილი - პარლამენტარის ოჯახური ფოტოები

image

პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი თავ­დამ­სხმე­ლი გახ­ლავთ. მან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში 2016 წლი­დან გა­და­ი­ნაც­ვლა და დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი ჩა­ი­ბა­რა.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ 1995-1997 წლებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში" თა­მა­შობ­და. ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ცო­ლად მომ­ღე­რალ ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნის და თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი ჰყავს.

წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ: მა­რი­ამ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1996 წელს ინ­გლის­ში, მან­ჩეს­ტერ­ში და­ი­ბა­და, გუ­რა­მი - 2001 წელს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ცი­უ­რიხ­ში, მე­სა­მე შვი­ლი - ელი­სა­ბედ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, 2013 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ონს ჰყავს კი­დევ ერთი შვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან - გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 1989 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი

თა­მა­რი პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში პო­ლი­ტი­კოს ნი­კო­ლოზ ივა­ნიშ­ვი­ლის ძმას­თან, ბიჭი ივა­ნიშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სა­უ­ბე­დუ­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის პირ­ვე­ლი შვი­ლი გი­ორ­გი ივა­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. 31 წლის ნა­ხე­ვარმცველ­მა 2 წლის წინ სას­ნო­ვი­ე­ცის „ზაგ­ლე­ბი­ეს­თან“ კონ­ტრაქტს ხელი სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი ბოლო წლებ­ში სა­ჩხე­რის „ჩი­ხუ­რა­ში“ თა­მა­შობ­და.

ვრცლად იხილეთ ბმული>>>

4
1149
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1149
  
და წარმატებული ფეხბურთელის გააზრება არ ხდება,რას ვუწოდებთ წარმატებულ ფეხბურთელს? 31 წლის არის და ნაკრებშიც კი არ უთამაშია,სხვა საქმეა დასახელებული კლუბით გაზომვა წარმატების. სირცხვილია და კიდევ სირცხვილია,როცა ასეთ რამეს წერთ და ადამიანებს მაღალფარდოვანი სიტყვებით ატყუებთ. ავიღოთ გიორგი მამარდაშვილი,ვინც ვალენსიაში გადავიდა და რამოდენიმე თამაში ჩაატარა კიდეც. ეთქმის თუ არა წარმატებული ფეხბურთელი? რათქმაუნდა არა,რადგან რამოდენიმე თამაში არის წარმატებული ერთი ეტაპი და არა ფეხბურთელობა. ფეხბურთელს წარმატებული დაუძახო ნიშნავს,რომ ის სტაბილურად თამაშობს მაღალ დონეზე და არა ის,რომ მწვრთნელი განაცხადიდან გაგდებს მაღალი წონის გამო. არის ასეთი ფეხბურთელი ჯეიმს მილნერი,რომლის სახელი ბევრს არც გაუგია თუ ფეხბურთს არ ადევნებს თვალს. მესი ყველამ იცის,შეიძლება გუნდი ეგონოს,მარა გაუგია და იციან რო მაგარია... მილნერი პრემიერლიგის რეკორდზე მიდის ჩატარებული თამაშებით და გარეტ ბერის ეჭიდავება,რომელიც გუნდელი იყო მისი. ლიდში დებიუტის მერე ფეხბურთელი სულ თამაშობს პრემიერლიგაში და კი არის კინაღამ 20 წელი. მოიარა ბევრი კლუბი და დღეს ლივერპულში თამაშობს. ეს არის წარმატება და არა რაღაც უცნობ გუნდში გადასვლა. თუ მილის დავუძახებთ წარმატებულს,მაშინ ივანიშვილი რა გამოდის? ან პირიქით,თუ ივანიშვილი არის წარმატებული,მაშინ მილნერი რა გამოდის? ან მესი და საერთოდაც,კალაძე ავიღოთ
ვინ არის მიხეილ ყავლეაშვილი? ყოფილი ფეხბურთელი,რომლითაც გააცნო ხალხს თავი. უფრო მეტსაც გეტყვით,უმაღლესი განათლების არ მქონე "კანონმდებელი" და მისი დამსახურება ბურთის გორაობა არის მარტო. საიდან ვიცი უდიპლომობის და განათლების არ ქონის ამბავი? თუ წელი არ მეშლება,იდგა გაგანია 2014 წელი და მიშამ მოინდომა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა და როგორც ხდება ხშირად,ვიღაცეები დაეხმარენ და აირჩიეს კიდეც. როცა საქმე მიდგა გაოფიციალურებასთან,მაშინ ჩაიხედეს წესდებაში და იქ ეწერა,რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უნდა ქონოდა უმაღლესი განათლება,რაც მიშიკოს არ აღმოაჩნდა. ამიტომაც ვერ გახდა პრეზიდენტი და მიეტმასნა კალაძეს,ვინც ჩასვა საპარლამენტო სიაში. მოგეხსენებათ,რომ უმაღლესი განათლება მანდაც საჭიროა და საიდან რა მოიმოქმედეს არ ვიცი,მაგრამ ორ წელში რა ან სად ისწავლა არ ვიცი. ხომ წარმოგიდგენიათ მასტაბი აფსურდის,რაც არჩევნებზე ხდება. კანონებს გვიწერს უცოდინარი და გაუნათლებელი ფეხბურთელი,ხოლო ერს წინსვლის იმედი გვაქვს. ვიღაცეები კი პოპულარიზაციას ეწევიან და ხალხს თვალებში ნაცარს აყრიან.
"ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ 1995-1997 წლებ­ში სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში" თა­მა­შობ­და." როცა რაღაცას წერ და წარმოდგენა არ გაქვს ფეხბურთზე. მოდით განვმარტოთ ეს ყველაფერი: 1985 წელს მოხდა ჰეიზელის ტრაგედია,სადაც იუვენტუსი და ლივერპული თამაშობდნენ. ამ ტრაგედიაში დამნაშავედ ცნეს ინგლისური გუნდი და ინგლისურ გუნდებს აეკრძალათ ევროტურნირებზე თამაში რამოდენიმე წლით. შესაბამისად,ინგლისურმა ფეხბურთმა დაღმასვლა დაიწყო და მივიდნენ იქამდე,რომ უმაღლეს დივიზიონს პრემერლიგა დაარქვეს და მოხდა რებრენდინგი 1991-92 წლებში. აქედან 3 წელში მიშა ყაველაშვილი გადავიდა სიტიში,რომელიც ისედაც არ იყო გამორჩეული კლუბი და იმ ხანებში ინგლისური ფეხბურთი კრიზისს განიცდიდა,არ უვარგოდა ხარისხი და ერთი სიტყვით დღევანდელი ლიგა 1 უფრო ძლიერია,ვიდრე მაშინდელი პრემიერლიგა. სიტი კი მაჩანაჩალა გუნდი იყო და გავარდა კიდეც პრემიერლიგიდან. რატომ მოვყევი ამხელა ამბავი,როცა "გამორჩეულად" ასახელებ გუნდს და არ იცი ისტორია. სხვა გუნდები უფრო სახელიანები და ტიტულოვნები იყვნენ ყაველაშვილის კარიერაში.
19 იანვარი, 22:46
მიხეილ ყაველაშვილი ვინღაა??????
0 1 4