x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"იძულებული გამხადეთ ეს დამეწერა და ასეთი გადაწყვეტილებაც მიმეღო"- რას წერს მიშა კაჭკაჭიშვილი

image


სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს და ადამიანებს, ვინც დაუსრულებელი პირადი შეტყობინებებით მიუთითებს თუ რომელი ცხოველია თავშესაფარში გადასაყვანი და რომელი არა საჯაროდ მიმართავს.


"ნუ გეწყინებათ და ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენს შეტყობინაზე პასუხს არ გაგცემთ, ტელეფონზე არ გიპასუხებთ ან მონიშნულ პოსტზე რეაგირება არ მექნება და გეტყვით რატომ:


დავიწყებ იქიდან, რომ ყველას ერთსა და იმავეს გეუბნებით, რომ თუ ქუჩაში ნაპოვნ მიუსაფარს ნახავთ, მოუარეთ და მოგეხმარებით.


მაგრამ არა, საკუთარი თავის შეწუხება არ გინდათ.


ყველამ იცის ის ფაქტი, რომ მე და ჩემი მეგობრები უდიდეს და ურთულეს პროექტს შევეჭიდეთ, რომელიც რამოდენიმე მილიონი ჯდება და ისიც იმისათვის გადავდეთ ყველაფერი, საკუთარი ენერგია და სახსრებზე აღარ ვსაუბრობ, რომ ეს უპატრონო ცხოველების და არა მარტო, სასაკლაო სულ მცირედით მაინც გამოვასწოროთ ამ ქვეყანაში.


ახლა რასაც გეტყვით და დავწერ, ნაკლებად მაღელვებს, ვინ როგორ გაიგებს !!!


მე თავად ვიცი, რომელი ცხოველი წავიყვანო და რომელი არა. თქვენი გაუთავებელი შეტყობინებები უკვე სულ მცირე აუტანელია.


თქვენ უყურეთ გაუთავებლად, როგორ უჩერდებათ გულები ადამინებისგან მიტოვებულ, მიყრილ, მომაკვდავ ცხოვრლებს და შემდეგ მითხარით, როგორი გასაძლებია ეს ყოველივე.


მე არ ვარ რკინის და შესაბამისად ყოველი მათი ცისარტუელაზე წასვლა მანადგურებს და მანგრევს.


ვზივარ მეხუთე დღეა და ვუყრებ 24 საათი, თუ როგორ ებრძვის პატარა სიკვდილს…


იძულებული გამხადეთ ეს პოსტი დამეწერა და ასეთი გადაწყვეტილებაც მიმეღო.


პ.ს. თქვენს გარეშეც გადავწყვეტ და ვიცი, რომელი უფრო საჭიროებს დახმარებას."- წერს კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.






0
309
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
309