x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
იტალიაში დააკავეს მედდა, რომელიც აცრებს და კოვიდ სერთიფიკატებს აყალბებდა(ვიდეო)
image

იტალიის პოლიციამ ქალაქ პალერმოში დააკავა ექთანი ვაქცინაციის სერთიფიკატების გაყალბებისთვის.


იტალიის პოლიციამ დააკავა მედდა, რომელსაც ბრალად ედება ვაქცინაციის სერტიფიკატების გაყალბება და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაფლანგვა, იუწყება The Guardian-ი.


ექთანმა, რომელიც მუშაობდა კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ პალერმოს კლინიკაში, ყალბ ინექციებს უკეთებდა ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ადამიანებს, რათა მათ ჰქონოდათ ოფიციალური უფლება მოგზაურობისთვის, ბარებში, რესტორნებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიზიტებისთვის.



გამომძიებლებმა 58 წლის მედდა ფარული კამერით გადაიღეს სამუშაო ადგილზე. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღებს ჯანდაცვის მუშაკი წამალს შპრიციდან ვაქცინის შეყვანამდე, შემდეგ კი პაციენტს ცარიელ შპრიცს უკეთებს.


პოლიციამ განაცხადა, რომ თავად დაკავებულსაც ყალბი ბუსტერდოზა ჰქონდა გაკეთებული. ქალმა დანაშაული აღიარა და დათანხმდა გამოძიებასთან თანამშრომლობას, მისცა ყველა ის ინფორმაცია, რაც იცოდა მისი თანამზრახველების შესახებ.


მსგავსი დანაშაული იმავე კლინიკაში გასული წლის დეკემბერშიც დაფიქსირდა. პოლიციამ განაცხადა, რომ კოვიდ სერთიფიკატის გაყალბების კიდევ ოთხი მსგავსი შემთხვევა გამოიძიეს ქვეყანაში 2021 წელს.



გასული წლის დეკემბრის დასაწყისში, გაირკვა რომ რუსეთის ზოგიერთი ქალაქის მაცხოვრებლების დაახლოებით 20 პროცენტს ყალბი QR კოდები აქვთ.


შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია



0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0