x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ინფლაცია ავა 14.5%-მდე და გავაგრძელებთ სწრაფი ტემპით გაღარიბებას" - ოთო აბესაძე
image
ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში ინფლაციის მიზეზებზე და გამოსავალ გზებზე წერს. მისი აზრით, უნდა გაუქმდეს ლარიზაციის პროექტი და ქვეყანა გადავიდეს მულტი სავალუტო რეჟიმზე. ასევე, რადიკალური გზებით უნდა წახალისდეს ტურიზმი.


“ვეცდები მაქსიმალურად მარტივი ენით აგიხსნათ, რა არის ინფლაცია, რა რისკებს შეიცავს და რა არის მოგვარების გზები.


წარმოიდგინეთ, რომ ხვალ დილით პრემიერ-მინისტრი ატარებს ბრიფინს და ამბობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მიიღებს საჩუქრად 1 მილიონ ლარს. თავისთავად პოზიტიური ინფოა ხომ?


მოდი გავარჩიოთ. თქვენ, ჟურნალისტები, რომლებიც იღებთ ხელფასს პირობითად 3 000 ლარს თვეში. თქვენ რომ მილიონ ლარს მიიღებთ, რას იზამთ? ისევ 3 000 ლარად იმუშავებთ? უკვე მილიონერები ხართ.



ეხლა იგივე წარმოიდგინეთ საქართველოს ყველა მოქალაქეზე. საშუალოდ, 24 საათში აღარ იარსებებს არანაირი სფერო, ვინც მოასწრებს, წამიერად დაცარიელდება დახლები და ამას მოყვება უდიდესი სავალუტო კრიზისი (კუპონიზაცია გემახსოვრებათ, როდესაც 1 პური თუ ზუსტად მახსოვს 25 მილიონი კუპონი ღირდა).


მარტივად რომ აგიხსნათ, 48 საათში ერთი პური ეღირება საშუალოდ, 500 000 ლარი. საკმაოდ მზარდი ტენდენციით, იქნება აურაცხელი რაოდენობის უმუშევრობა და ქვეყანა, უბრალოდ, გაქრება ვინაიდან ამ დოზით გამოუსადეგარი, ფაქტიურად უფასო ფული ვერ შექმნის მიზერულ დოვლათსაც კი.


ეხლა რა ხდება რეალურად


ინფლაცია ეს არის ჭარბი ფულის მასა საზოგადოებაში (ფულში იგულისხმება ლარი)

ლარი ეს არის მხოლოდ შიდა მოხმარების ვალუტა, რომელსაც საერთაშორისო გამოყენება და ფასი არ აქვს.


ლარის სიმყარე და ფასი განისაზღვრება მასზე მოთხოვნით და მისი აქტიური გამოყენებით ეკონომიკაში.


დღეს ინფლაცია გვაქვს 13.9%. ინფლაციის ნორმა ეს არის წლიური 3%. ანუ ნორმაზე 4-ჯერ მეტი.


უფრო რომ გავამარტივოთ, ინფლაციის შედეგად საშუალოდ 40%-ით გაგვიძვირდა საქონელი და მომსახურება მოსახლეობას. (სურსათი, საწვავი, კომუნალური სერვისები და ა.შ)


ინფლაცია გამოიწვია ფულის მასის დისბალანსმა. ანუ იმაზე ბევრად ნაკლები ვალუტა შემოდის ქვეყანაში, ვიდრე ეს ჭირდება ეკონომიკას (ინვესტიციები, ტურიზმი და ა.შ) რეალურად ქვეყანაში მოირღვა მონეტარული ბალანსი.


ამის ფონზე ზემოთაღნიშნული მილიონი ლარის პრაქტიკით, 2021 წელს მთავრობამ ორი მილიარდი ლარი დაბეჭდა, რაც არის უდიდესი პრობლემა.


ფული არ უნდა იბეჭდებოდეს, ფული უნდა შემოდიოდეს.


რა არის გამოსავალი


დღევანდელი ინფლაციის და ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ინფლაციის საბაზისო 3%-იან ნიშნულზე დასაბრუნებლად გვჭირდება მინიმუმ 4 წელი და წელიწადში მინიმუმ 3 მილიარდი ვალუტის შემოსვლა.


უნდა დაიბეჭდოს და დაიხარჯოს ნაკლები ლარი. ყველა ტიპის ადმინისტრაციული ხარჯი უნდა განახევრდეს, როგორც მინიმუმ.


უნდა მოხდეს საგადასახადო კანონმდებლობის რადიკალური ლიბერალიზაცია. სახელმწიფო უნდა გადავიდეს ე.წ. ერთი გადასახადის პრინციპზე (sales taxi)


ლაფერის მრუდის პრინიპით ნაკლები გადასახადები შექმნიან ბევრ გადასახადის გადამხდელს (მცირე და საშუალო ბიზნესი)


მთავრობის ბალანსზე დაძინებული ქონების რაც შეიძლება სწრაფი რეალიზება კონკრეტული საინვესტიციო პაკეტებით.


უნდა გაუქმდეს ლარიზაციის პროექტი და ქვეყანა გადავიდეს მულტი სავალუტო რეჟიმზე.


რადიკალური გზებით უნდა წახალისდეს ტურიზმი, რომელიც ვალუტის შემოტანის ყველაზე მარტივი და საუკეთესო საშუალებაა. უნდა მოხდეს პოსტ. პანდემიურ პერიოდში ტურისტული ბიზნესის სრული საგადასახადო ამინისტია 2025 წლამდე, უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინილიზაცია და უნდა წახალისდეს სათამაშო ბიზნესი, როგორც ტურისტული ატრაქცია.


რაც აქ დავწერე, ეს ყოველივე თუ დაიწყო მთავრობამ 2022 წლიდან, არის იმის შანსი, რომ 2025 წელს გავიდეთ ერთგვარ პოზიტიურ შედეგზე.


სხვა შემთხვევაში 2022 წლის პირველ კვარტალში ინფლაცია ავა 14.5% მდე, ფასები საშუალოდ გაიზრდება 12%-ით და გავაგრძელებთ სწრაფი ტემპით გაღარიბებას", - წერს ოთო აბესაძე "ფეისბუქზე".

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0