x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120577
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492641
"ბიჭო რეებს ბედავ" კი არა, თითქოს, დედოფალი მე გავ@უყნე ბლინ!"- ვის მიმართავს ნუგზარ სულაშვილი

image


საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი "სამეფო სახლის" მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ჩაკრულოს"ტექსტის გამოყენებისთვის გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ერთ რჩევას აძლევს.


"დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონს


ვიცი საქმე არაფერი გაქვთ და იქნებ "კოჭლი ბუზის" ტატუირებაზე მაინც ივარჯიშოთ სამეფო სახლში.


"ბიჭო რეებს ბედავ" კი არა, დაგვაფრინდით გლეხებს თქვენი თავად აზნაურებიანად მაგ ვირტუალური სამეფოთი!!!
ჭკუას ისე გვასწავლის ძალადობაზე და სიძულვილის ენაზე, თითქოს დედოფალი მე გავძუყნე ბლინ!" - წერს ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "საქართველოს სამეფო სახლმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ 13 იანვარს სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გამოყენებული ფრაზა, "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" ხალხური სიმღერიდან "ჩაკრულო" სიძულვილის კონტექსტს შეიცავდა.


"საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის “ჩაკრულოს“ ტექსტი “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“, - ნათქვამია "საქართველოს სამეფო სახლის" განცხადებაში.



ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 13 იანვრის სასამართლოს პროცესზე, სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა, ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის კონტექსტში მოიყვანა ციტატა ხალხური სიმღერიდან "ჩაკრულო".



"გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ გადამწყვეტია ეს. ქართველი ხალხი ყოველთვის თავის თავში პოულობდა ძალას გაერთიანებისთვის და თავის თავის დახსნისთვის და ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეპუბოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" - ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“, - განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.




0
525
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
525