x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამამ პედოფილი მეგობარი მოკლა მცირეწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურების გამო, რა მოხდა შემდეგ?
image

თავზარდაცემულ მამას, რომელიც თავს დაესხა თავის საუკეთესო მეგობარს მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩინა, რომ მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა მის ექვს წლის ქალიშვილზე, მკვლელობაში ბრალს არ წაუყენებენ.



34 წლის ვიაჩესლავ "სლავა" მატროსოვი(მთავარ ფოტოზე მარჯვნივ) ეჭვმიტანილი იყო 32 წლის ოლეგ სვირიდოვის(მთავარ ფოტოზე მარცხნივ) მკვლელობაში.


გასულ წელს, 26 აგვისტოს სამარის ოლქში სოფელ ვინტაისთან მახლობლად ტყეში, მარტოსოვმა დანის მუქარით აიძულა მეგობარი, საკუთარი საფლავი გაეთხარა, აშემდეგ კი დანით აჩეხა და იქვე ჩააგდო გათხრილ საფლავში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მატროსოვმა აღმოაჩინა შემზარავი კადრები მისი მეგობრის მობილურ ტელეფონში, სადაც აშკარად ჩანდა, როგორ აიძულებდა სვირიდოვი მის 6 წლის ქალიშვილს ჰქონოდა მასთან ინტიმური კავშირი.


image

მატროსოვი თავდაპირველად მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს, მაგრამ საქმესთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მკვლელობის ბრალდება მოხსნილი .


სამაგიეროდ, უბედურ მამას ახლა გაასამართლებენ სვირიდოვის თვითმკვლელობისკენ წაქეზების გამო, რაც მკვლელობაზე ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს.

imageფოტოზე:ოლეგ სვირიდოვი



ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კვირაში მატროსოვის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა, მათ შორის მას მხარს უჭერდნენ ცნობილი რუსი ჟურნალისტებიც.

imageფოტოზე:ვიაჩესლავ მატროსოვი ცოლ-შვილთან ერთად



ადგილობრივებმა სოფელ ვინტაიდან დაიწყეს პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება, ისინი მოითხოვდნენ სარაკეტო ძრავების ქარხნის თანამშრომლის გამართლებას და მკვლელობის აღიარების შემდეგ პატიმრობის აცილებას.შეგროვდა 2500 ხელმოწერა.


„სვირიდოვს ჩაეძინა, ვიაჩესლავს დააინტერესდა, რას უყურებდა მისი მეგობარი, და აიღო მისი მობილური ტელეფონი", - ნათქვამია მატროსოვის მიმართ პეტიციაში.

image

„ყველა მამა ამას გააკეთებდა [მოკლავდა ნებისმიერს, როცა დაინახავდა საკუთარი შვილის წამებას]. ეს იქნება მაგალითი ყველასთვის. ამიტომ ვითხოვთ გაგვიგოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგამოძიებო კომიტეტმა. "



ცნობილმა ტელეჟურნალისტმა და რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა სოცქსელში დაწერა : „ყველა მშობელი დაიცავს შვილს მკვლელი პედოფილისგან“.


მამამ სვირიდოვის ტელეფონში აღმოაჩინა სექსუალური ძალადობის აშკარა კადრები, გადაღებული იმ დროს, როდესაც გოგონა ექვსი წლის იყო. მისი ქალიშვილი, რომელიც ახლა რვა წლისაა, ევედრებოდა: „ოლეგ, კმარა, ამას ვეღარ გავუძლებ.Სახლში მინდა წასვლა."


1
940
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
940
  
16 იანვარი, 22:35
FRE,GЕ ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი, ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1