x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლაგოდეხში ყოფილმა ქმარმა ბუნებრივი აირით გაგუდვის ინცენირება მოაწყო
image

ლაგოდეხში, საცხოვრებელ სახლში 37 წლის ქალი ნინა ჭაბაშვილი გარდაცვლილი ოპოვეს, პირველად მონაცემები ასეთი იყო, რომ ის სავარაუდოდ გაზით გაიგუდა.



ახლობლებმა ქალი 15 იანვარს სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს. ბინაში გაზქურა იყო ჩართული, რასაც, სავარაუდოდ, ოჯახი გასათბობად იყენებდა.



ახალგაზრდა ქალი, ნაქირავებ ბინაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.თუმცა უბედური შემთხვევის დროს, ბავშვები ბინაში არ იმყოფებოდნენ.


image

თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო.დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.


აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 38 წლის მამაკაცი .შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვაალისწინებს.



სავარაუდოდ ყოფილმა ქმარმა ჯერ ცოლი გაგუდა, ბავშები გაარიდა და კვალის დაფარვის მიზნით გაზის ონკანი გადახსნა.ქალის მეზობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილი მეუღლეს რამდენიმე თვის წინ გაშორდა და ცალკე ცხოვრობდნენ.

image

ნონა ჭაბაშვილი წლების განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.


18 წლის წინ თურმე ნონას და ბუნებრივი აირის გაგუდვის შედეგად გარდაცვლილა. მშობლებს გოგონების გარდა ერთი უმცროსი ვაჟი დარჩათ.


1
193
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
2022, 16 იანვარი, 22:31
FRE,GЕ ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი, ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1