x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"იმ კაცს აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია"

image

"ჟორა შავგულიძე რომ გარდაიცვალა, ცნობილი ავარიის დროს, ფილმი იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა.

რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც ჟორას ემგვანებოდა. ბევრი ეძებეს და მართლა მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს. დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას.

ერთ დღესაც, ერთი კაცი მისულა გიგასთან და უთქვამს, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. ბატონი გიგა ყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახეს - გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართვია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო.

გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია", - წერს სოციალურ ქსელში თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.

შეგახსენებთ, მსახიობი გიორგი (ჟორა) შავგულიძე ტრაგიკულად დაიღუპა 1959 წლის 13 აპრილს, 48 წლის ასაკში, იგი ტროლეიბუსმა გაიტანა. ამ პერიოდში მას იღებდნენ ფილმში "განაჩენი", რომლის დასრულებაც გადამღებ ჯგუფს მის გარეშე მოუწია.

image
ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1959 წელს. დამდგმელი რეჟისორი იყო - ლევან ხოტივარი. სცენარის ავტორები - ირაკლი ჭიჭინაძე, გიგა ლორთქიფანიძე. დამდგმელი ოპერატორი - ლევ სუხოვი. კომპოზიტორი - ბიძინა კვერნაძე. მთავარ როლებში: გიორგი შავგულიძე (მერაბი), დუდუხანა წეროძე (თამარი), დათო დანელია, გრიგოლ ტყაბლაძე, ლია ელიავა, იმედა კახიანი, ვახტანგ ნინუა.

საუნდრეკი ფილმიდან საბჭოთა ქურდული სამყაროს არაოფიციალური ჰიმნი გახდა, მოგვიანებით გარემიქსებული და სხვადასხვა ენაზე შესრულებული..
1
777
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
777
  
2022, 16 იანვარი, 22:30
FRE,GЕ ყველაზე რეიტინგული ქართული სოციალური ქსელი, ❤ ❤ ❤
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
FRE,GЕ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
0 1 1