x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე ვიწრო სანაოსნო არხი მსოფლიოში, რომელსაც 2,5 ათასი წლის განმავლობაში აშენებდნენ

image


კორინთის არხი საბერძნეთში, რომელიც ეგეოსის ზღვას იონიის ზღვასთან აკავშირებს, მსოფლიოში ყველაზე ვიწრო სანაოსნო არხად ითვლება, რომლის სიგრძეც 6 კილომეტრს შეადგენს, სიგანე კი - მხოლოდ 21-ს! არსებული დისკომფორტის გამო, მაგალითად, დიდ ლაინერს მისი გავლა ფიზიკურად არ შეუძლია, ნაკლები გაბარიტების მქონე ხომალდებს კი აუცილებლად თანმხლები ე.წ "კატერი" ან უფრო პატარა ზომის ლაინერი უნდა ახლდეს.


image



მიუხედავად ამისა, არხი ყოველწლიურად 15 ათასზე მეტ გემს უშვებს! სხვათა შორის, არხს საავტომობილო გზატკეცილი და რკინიგზაც კვეთს... ის გზას საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთამდე 200-ზე მეტი კმ-ით ამოკლებს. ექსტრემალური სპორტის მოყვარულები კი მის თავზე ხშირად სხვადასხვა სახის შეჯიბრებებსა და ღონისძიებებს აწყობენ.

imageimageimageimage


არხის მშნებელობა ბერძენმა მმართველმა პერიანდრემ ძვ.წ VII საუკუნეში დაიწყო, თუმცა იმის შიშით, რომ ეგეოსისა და იონიის ზღვების დონის სხვაობას შეიძლებოდა წყალდიდობა გამოეწვია, მან გრანდიოზული მშენებლობა შეაჩერა. მისი დასრულების მცდელობა ნერონისა და გალბას გარდა, ბიზანტიელებსა და ვენეციელებსაც ჰქონდათ, თუმცა 6 კილომეტრიანი სიგრძის "ჯიუტი" არხის მშენებლობაზე მუშაობა ყოველთვის გარკვეული მიზეზებით წყდებოდა. ჩანაფიქრის განხორციელება შესაძლებელი მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა, როდესაც საბოლოოდ, კორინთის არხი აშენდა. მისი საზეიმო გახსნა 12 წლიანი მშენებლობის შემდეგ, 1893 წლის აგვისტოში შედგა.


image


მეორე მსოფლიო ომის დროს კორინთის არხთან საინტერესო მოვლენები ხდებოდა. 1941 წლის აპრილში ნაცისტური ჯარები საბერძნეთში შეიჭრნენ. არხის ნაპირებთან მტრის დესანტი დაეშვა, რომელსაც ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაეწია, შესაბამისად, პელოპონესის ნახევარკუნძულის ბედიც მაშინ გადაწყდა.


imageimage


კორინთის არხი ნაცისტების მმართველობის ქვეშ 1944 წლის ოქტომბრამდე დარჩა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ნელ-ნელა იშლებოდა, რადგან სტრუქტურის დასუფთავებითა და მისი მოვლა-პატრონობით არავინ იყო დაკავებული. უკან დახევისას ნაცისტები ცდილობდნენ ცნობილი არხისთვის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ.

imageimageimage


სწორედ მის არხში ააფეთქეს გემი "ვესტა", რის შედეგადაც რკინიგზის ხიდიდან უამრავი გაუმართავი აღჭურვილობა და ნამსხვრევები დარჩა. ნაცისტებმა განზრახ ააფეთქეს არხის კედლებიც, რის გამოც ის გრუნტის დიდი რაოდენობით დაიფარა. მისი ჰიდრავლიკური კონსტრუქციის მოწესრიგებისა და ფუნქციონირების აღსადგენად ამერიკელი სპეციალისტების დახმარებაც კი გახდა
საჭირო. კორინთის არხი ხელახლა 1948 წლის ზაფხულში გაიხსნა და ის სრული დატვირთვით დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.


image






0
841
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
841