x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ჰერპესს ზოსტერი
ვარიცელა ზოსტერის ვირუსი იწვევს ორ დაავადებას:ჰერპეს ზოსტერი (შემომსარტყველი ლიქენი) და ჩუტყვავილა (ვარიცელა). დღეს კი უნდა გესაუბროთ ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ, ჰერპესს ზოსტერზე.ზოსტერი მომდინარეობს ბერძნული zōstēr-დან, რაც „სარტყელს“, „ქამარს“ ნიშნავს, დამახასიათებელი სარტყლისმაგვარი დერმატომული გამონაყარის გამო. დაავადების სახელი (shingles) მომდინარეობს ლათინური cingulus-დან, ლათ. „cingulum“ — „სარტყელს“ ნიშნავს.imageჰერპეს ზოსტერი: ლატენტური VZV-ის ვირუსის რეაქტივაციის შედეგია (რომელიც ყველაზე ხშირია სიცოცხლის მეექვსე დეკადის შემდეგ), ჰერპეს ზოსტერი გამოვლინდება დერმატომული ვეზიკულური გამონაყარით და დაკავშირებულია ძლიერ ტკივილთან.ჰერპეს ზოსტერს იწვევს ვარიცელა ზოსტერის ვირუსი.იგი Herpesviridae-ს ოჯახის წევრია და გააჩნია სხვა წევრების მსგავსი დამახასიათებელი სტრუქტურა. კერძოდ, ლიპიდური გარსით გარშემორტყმული იკოსაედრის ფორმის ნუკლეოკაფსიდი.საერთო დიამეტრი შეადგენს ≈180–200 ნმ-ს, ცენტრალურად მდებარე ორმაგსპირალიანი დნმ სიგრძე კი ≈125, 000 bp.image

ჰერპეს ზოსტერი სპორადული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლატენტური VZV ინფექციის რეაქტივაცია.ჰერპეს ზოსტერი გვხვდება ყველა ასაკში, თუმცა მისი ინსიდენტობა ყველაზე მაღალია (5–10 შემთხვევა 1 000 ადამიანზე) ინდივიდებში იცოცხლის მეექვსე დეკადაში და მის შემდეგ.მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ყოველწლიურად 1, 2 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება.ჰერპეს ზოსტერის ინციდენტობა მერყეობს 1, 2-დან 3, 4 შემთხვევამდე 1000 ადამიანზე/წელიწადში ახალგაზრდა ჯანმრთელ ინდივიდებში, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირებში იზრდება 3, 9–11, 8-მდე 1000 ადამიანი/წელიწადში.ინციდენტობის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით მსგავსია.ასაკთან ასეთი კავშირი ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება, და უკავშირდება იმ ფაქტს, რომ უჯრედული იმუნიტეტი ასაკთან ერთად ქვეითდება.ჰერპეს ზოსტერს არ ახასიათებს სეზონურობა. დაავადება არ გვხვდება ეპიდემიების სახით.თუმცა არსებობს ძლიერი კავშირი ასაკის მატებასთან.რეკურენტული (მორეციდივე) ჰერპეს ზოსტერი ძალიან იშვიათია (პრაქტიკულად არ გვხვდება). გამონაკლისია იმუნოკომპრომეტირებული პირები განსაკუთრებით აივ ინფექცია/შიდსით პაციენტებში.imageმნიშვნელოვანია აღვნიშნოდ, ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი პათოგენეზი.ვირუსი ადვილად გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით.გადაცემა ძირითადად ხდება ვირუსის შემცველი რესპირაციული სეკრეტით.ვირუსის პირდაპირი გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება გამონაყართან კონტაქტით.(სავარაუდოდ) ჩუტყვავილას დროს ვირუსი იჭრება ზურგის ტვინის დორზალურ განგლიებში, სადაც ლატენტურად და მუდმივად რჩება (ლატენტური ინფექცია) რეაქტივაციამდე. შედეგად, ზურგის ტვინის ფესვი და კრანიალური სენსორული განგლიები, ყველა ადამიანში ვისაც გადატანილი აქვს ჩუტყვავილა, ლატენტურად დაინფიცირებულია VZV-ით. ისინი შეიცავენ VZV-ის დნმ-ს, და არა ვირუსს. რეაქტივაციის მექანიზმი ბოლომდე ცნობილი არ არის.image

ჰერპეს ზოსტერის მქონე პაციენტებიდან ინფექცია გადაეცემა სერონეგატიურ ინდივიდებს, შემდგომში ჩუტყვავილას განვითარებით.ჰერპეს ზოსტერის ძირითადი სიმპტომებია:უნილატერალური (ცალმხრივი) დერმატომული ვეზიკულური გამონაყარი და ძლიერი ტკივილი (ნევრალგია).ჰერპეს ზოსტერის პროდრომის სტადიაზე დიაგნოსტიკა შესაძლოა ძალიან რთული იყოს და შესაძლებელი გახდეს მხოლოდ გამონაყარის გაჩენის შემდეგ ან რეტროსპექტული სეროლოგიური შეფასებით.ჰერპეს ზოსტერის ადრეული სიმპტომები, რაც მოიცავს თავის ტკივილს, ცხელებას და საერთო სისუსტეს, არასპეციფიკურია, და შეიძლება არასწორ დიაგნოზამდე მიგვიყვანოს.ამ სიმპტომებს ხშირად ახლავს ძლიერი ტკივილის შეგრძნება, ქავილი, ჰიპერესთეზია (ჰიპერმგრძნობელობა), ან პარესთეზია (ჩხვლეტის შეგრძნება, წიწკნა ან დაბუჟება).დაზიანებული დერმატომის ფარგლებში ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქიდან დაწყებული ექსტრემალურამდე. მას ხშირად აღწერენ, როგორც წიწკნის, ჩხვლეტის, ტკივილის, დაბუჟების ან ფეთქვის შეგრძნებას, და შეიძლება განვითარდეს სწრაფი ძლიერი აუტანელი (მტანჯველი) ტკივილი.ჰერპესი ბავშვებში ხშირად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. იგი უფრო მეტად ასაკის მატებასთან ერთად უვითარდებათ პირებს. ამასთან ასაკში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს.imageგამონაყრის ლოკალიზაციიდან მნიშვნელოვანია განვიხილოთ შემდეგი ასპექტები: ტკივილი და გამონაყარი ყველაზე ხშირად ჩნდება ტორსზე, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს სახეზე, თვალზე ან სხეულის სხვა მიდამოებში.ირველად გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარია) მსგავსად ჩნდება; თუმცა, ჭინჭრის ციებისგან განსხვავებით, ჰერპეს ზოსტერის დროს, კანზე გამონაყარი შემოიფარგლება დერმატომით (დერმატომული ლოკალიზაცია), ზოლად ან სარტყლისმაგვარად ვითარდება, სხეულის ცალმხარეს (უნილატერალურად) და არ კვეთს შუა ხაზს.დაავადების დაწყება გამოვლინდება ტკივილით დერმატომის ფარგლებში, რომელიც შესაძლოა 48–72 სთ-ით წინ უსწრებდეს კანის დაზიანებას;ერითემულ მაკულურ-პაპულური გამონაყარი სწრაფად გადადის (გარდაიქმნება) ვეზიკულურ გამონაყარში.ზოგჯერ გამონაყარის წინა პერიოდი და ტკივილი გრძელდება სამ კვირამდე და ამის შემდეგ ვითარდება ვეზიკულური გამონაყარი.ჰერპესს ვირუსის განვითარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ახასიათებს ვეზიკულარული(ბუშტუკოვანი) გამონაყარი. მცირე ზომის სეროზული ექსუდატით სავსე ბუშტუკები ჩნდება ცხელების და ზოგადი საერთო სისუსტის ფონზე.მტკივნეული ვეზიკულები საბოლოოდ იმღვრევა და მუქდება, რადგანაც ივსება სისხლით. ამის შემდეგ გამონაყარი ელემენტები შრება და ფუფხით იფარება დაახლოებით 7-10 დღეში; ამის შემდეგ ფუფხები ძვრება. ნაწიბური კანზე არ რჩება (გაურთულებელ შემთხვევაში).image

ნორმალურ/ჯანმრთელ მასპინძელში, გამონაყარი შესაძლოა ძალიან ცოტა იყოს და 3–5 დღეში ფუფხით დაიფაროს.დაავადების საერთო ხანგრძლივობა ზოგადად არის 7–10 დღე;თუმცა, კანის ნორმალურ მდგომარეობამდე დაბრუნებას შესაძლოა 2–4 კვირა დასჭირდეს.პაციენტთა მცირე ნაწილში, აღწერილია დამახასიათებელი ტკივილის ლოკალიზაცია დერმატომის ფარგლებში ჰერპეს ზოსტერის სეროლოგიური მარკერებით, თუმცა არ აღინიშნება კანის დაზიანებები, ამ მდგომარეობას ეწოდება zoster sine herpete ("ზოსტერი ჰერპესის გარეშე"). იგი გულისხმობს მდგომარეობას, როცა ადამიანს აქვს ჰერპეს ზოსტერის ყველა სიმპტომი დამახასიათებელი გამონაყარის გარეშე.ჰერპეს ზოსტერისთვის დამახასიათებელია უნილატერალური (ცალმხრივი) ვეზიკულური დერმატომული გამონაყარი, რომელიც ხშირად ასოცირებულია მძიმე ტკივილთან.ყველაზე ხშირად ზიანდება დერმატომები T3-დან L3-მდე.სამწვერა ნერვის ტოტების დაზიანებისას, დაზიანებები შესაძლოა განვითარდეს სახეზე, პირში, თვალში, ან ენაზე.ყველაზე ხშირად ზიანდება სამწვერა ნერვი.სამწვერა ნერვის ტოტებს შორის კი ყველაზე მეტად თავლბუდის ტოტი ზიანდება.როცა ვირუსი რეაქტივირდება ნერვის ამ ტოტში, მას Zoster Ophtalmicus ეწოდება. შეიძლება დააზიანოს შუბლის კანი, ზედა ქუთუთო და თვალის ორბიტა.Zoster Ophtalmicus შემთხვევათა დაახლოებით 10-25 %-ში გვხვდება.ზოგჯერ, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კონიუქტივიტს, კერატიტს, უვეიტს და ოპტიკური ნერვის პარალიზი, რაც ზოგჯერ იწვევს თვალის ქრონიკულ ანთებას, მხედველობის დაკარგვას, და ძალიან ძლიერ ტკივილს.imageმნიშვნელოვვანია ასევე გართულებების განხილვაც, რომელიც ჰერპესს ზოსტერისთვის არის დამახასიათებელი:Herpes Zoster oticus, იგივე რამსეი ჰანტის სინდრომი ტიპი II აზიანებს ყურს.სავარაუდოდ, იგი გამოწვეულია ვირუსის გავრცელებით სახის ნერვიდან ვესტიბულოკოხლეარულ ნერვზე.სიმპტომები მოიცავს სმენის დაკარგვას და თავბრუსხვევას (როტაციული თავბრუსხვევა).Ramsay Hunt syndrome- (Herpes Zoster oticus), ტკივილი და ვეზიკულები ჩნდება გარე სასმენ მილში, და პაციენტები კარგავენ გემოვნების შეგრძნებას ენის წინა ორ-მესამედში, ამავდროულად ვითარდება სახის იფსილატერალური (იმავე მხარეს) პარალიჩი (დამბლა).ზიანდება სახის ნერვის სენსორული ტოტი.გასათვალისწინებელია ისეთი გართულება, როგორიცაა პოსტჰერპესული ნევრალგია ჰერპეს ზოსტერის შემდგომი ქრონიკული ტკივილის მდგომარეობა.როგორც ნორმალურ ასევე იმუნოკომპრომეტირებულ პირებში, ჰერპეს ზოსტერის ყველაზე დამაუძლურებელი გართულება არის ტკივილი, რომელიც დაკავშრებულია მწვავე ნევრიტთან და პოსტჰერპესულ ნევრალგიასთან.პოსტჰერპესული ნევრალგია იშვიათია ახალგაზრდა ინდივიდებში;თუმცა, 50 წელს გადაცილებული ჰერპეს ზოსტერის მქონე პაციენტების სულ მცირე 50% აღნიშნავს სხვადასხვა ხარისხის ტკივილს დაზიანებული დერმატომის ფარგლებში კანის დაზიანების ალაგებიდან თვეების შემდეგაც კი. ხშირია მგრძნობელობის დარღვევები დერმატომის საზღვრებში, რომელიც იწვევს ან ჰიპო- ან ჰიპერესთეზიას.მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გართულებებიც:ლოკალურ ჰერპეს ზოსტერს შესაძლოა ახლდეს ცნს დაზიანება. ბევრ პაციენტს მენინგეალური გაღიზიანების ნიშნების გარეშე აღენიშნება თავ-ზურგტვინის სითხის (CSF) პლეოციტოზი და ზომიერად მომატებულია CSF-ის ცილა.სიმპტომურ მენინგოენცეფალიტს ახასიათებს თავის ტკივილი, ცხელება, ფოტოფობია და ღებინება.ცნს-ის დაზიანების იშვიათი გამოვლინებაა გრანულომატოზური ანგიიტი კონტრალატერალური ჰემიპლეგიით, რომლის დიაგნოსტიკაც შესაძლებელია თავის ტვინის არტერიოგრაფიით. სხვა ნევროლოგიური გამოვლინებები მოიცავს განივ მიელიტს მოტორული პარალიზით ან მის გარეშე.ჰერპეს ზოსტერი იმუნოკომპრომეტირებულ პირებში უფრო მძიმეა ვიდრე იმუნოკომპეტენტურ ინდივიდებში.დაზიანებების ფორმირება გრძელდება 1 კვირაზე დიდხანს, ფუფხის წარმოქმნას კი ძირითდად 3 კვირამდე სჭირდება.ჰოჯკინის დაავადების და არა-ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებს პროგრესირებადი ჰერპეს ზოსტერის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ.კანის დისემინირება (მოთესვა) ხდება პაცინეტთა ≈40%-ში. ასეთ პაციენტებში პნევმონიტის, მენინგოენცეფალიტის, ჰეპატიტის და სხვა სერიოზული გართულებების რისკი გაზრდილია 5–10 %-ით. თუმცა, იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებშიც კი დისემინირებული ზოსტერი იშვიათადაა ფატალური.სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპანტანტის რეციპიენტები VZV ინფექციის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ყველა სხვა ტრანსპლანტაციებს შორის.VZV ინფექცია, 1 წლის განმავლობაში გვხვდება შემთხვევათა 30%-ში (მათ შორის, პირველი 9 თვის მანძილზე 50%-ში); პაციენტთა 45%-ში აღინიშნება კანის ან ვისცერული დისემინაცია. სიკვდილობის მაჩვენებელი ამ მდგომარეობისთვის არის 10%.პოსტჰერპესული ნევრალგია, დანაწიბურება და ბაქტერიული სუპერინფექცია განსაკუთრებით ხშირია ტრანსპლანტაციიდან პირველი 9 თვის განმავლობაში.დაინფიცირებულ პაციენტებში, „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ მდგომარეობა ზრდის დისემინაციისა ან/და სიკვდილის შანსს.მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ავ ვირუსის დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანი კლინიკური სურათის გათვალისწინება -დამახასიათებელი ვეზიკულური გამონაყარი და ტკივილის დერმატომული ლოკალიზაცია ადასტურებს დიაგნოზს..VZV-სპეციფიკური IgM-ის განსაზღვრა ადასტურებს მწვავე ინფექციის დიაგნოზს.ასევე, შრატის ნიმუშში VZV სპეციფიკური IgG ანტისხეულების დონის ოთხჯერადი და უფრო მეტი მატება მწვავე- და გამოჯანმრთელების ფაზებს შორის.გამონაყარის არ არსებობის შემთხვევაში (დაავადების ადრეულ ან გვიან სტადიაზე, zoster sine herpete-ის შემთხვევაში), ჰერპეს ზოსტერის დიაგნოსტიკა შესაძლოა გართულდეს. გამონაყარის გარდა, სიმპტომების უმეტესობა ასევე წარმოდგენილია სხვა მდგომარეობების დროსაც.imageმნიშვნელოვანია მკურნალობის ასპექტების გათვალისწინებაც ანტივირუსული თერაპია აჩქარებს დაზიანებების ალაგებას და ჰერპეს ზოსტერთან ასოცირებული ტკივილის ალაგებას(შემცირებას).გამოიყენება შემდეგი ანტივირუსული მედიკამენტები:აციკლოვირი, ვალაციკლოვირი, ფამციკლოვირი.იმუნოკომპრომეტირებულ პირებში:მაღალი რისკის იმუნოკომპრემეტირებულ პირებში (მაგ., ტრანსპლანტანტის რეციპიენტი, ლიმფოპროლიფერაციული სიმსივნეების მქონე პაციენტები), ჰერპეს ზოსტერის (დისემინირებული დაავადების ჩათვლით) მკურნალობა უნდა ჩატარდეს ივ აციკლოვირით, რაც ამცირებს ვისცერალურ გართულებების სიხშირეს. დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს ყოველ 8 სთ-ში 7 დღის განმავლობაში. დაბალი რისკის იმუნოკომპრომეტირებულ პირებში - ვალაციკლოვირით ან ფამციკლოვირის პერორალურად.თუ შესაძლებელია, სასურველია იმუნოსუპრესიული მკურნალობის შემცირება ივ აციკლოვირით მკურნალობის პარალელურად.მნიშვნელოვანია განვიხილოთ პოსტჰერპესული ნევრალგიის მკურნალობაც:განსაკუთრებით რთულია პოსტჰერპესული ნევრალგიის მართვა.ჩვეულებრივი ანალგეტიკების გარდა შესაძლოა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, როგორიცაა:


გაბაპენტინი,

პრეგაბალინი,

ამიტრიპტილინი

ჰიდროქლორიდი,

ლიდოკაინი (patches/საფენი),

ფლუფერაზინი ჰიდროქლორიდი

ამ წამლების ეფექტურობა დადასტურებულია.

რაც შეეხება პროფილაქტიკას: პროფილაქტიკა ხორციელდება აქტიური იმუნიზაციის ვაქცინით.ჰერპეს ზოსტერის პრევენციისთვის გამოიყენება ზოსტერის ვაქცინა (სავაჭრო სახელი: Zostavax)Zostavax ცოცხალი ვაქცინაა, რომელიც შეიქმნა Merck & Co.-ის მიერ.ზოსტერის ვაქცინა, არსებითად, იგივე ჩუტყვავილას ვაქცინაა ნორმაზე მეტი დოზით (ვირუსის 18 ჯერადი შემცველობით).60 წელს გადაცილებულ ინდივიდებში VZV ვაქცინა ჰერპეს ზოსტერის ინციდენტობას ამცირებს 51 %-ით, დაავადების ტვირთს — 61 %-ით, პოსტჰერპესული ნევრალგიის ინციდენტობას კი — 66 %-ით.აქედან გამომდინარე, მრჩეველთა საბჭო იმუნიზაციის შესახებ იძლევა რეკომენდაციას ამ ასაკობრივი ჯგუფის პირებზე ვაქცინის შეთავაზების შესახებ, რათა შემცირდეს ჰერპეს ზოსტერის სიხშირე და პოსტჰერპესული ნევრალგიის სიხშირე. გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
236
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ობგაიძე
სალომე ობგაიძე
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0