x
image
ელენე გუმა
"ვირუსი გადაგვდო უცნობმა აუცრელმა" - ეკო ფანგანი კოვიდინფიცირებულია

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, რომელიც "ომიკრონით" დაინფიცირდა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის შესახებ უყვება.

როგორც ფანგანი წერს, თავს კარგად გრძნობს და ვირუსი მისგან არავის გადასდებია, თუმცა მისი თქმით, თავად ვირუსი აუცრელი უცნობი ადამიანისგან გადაედო.

„ჩემს ტელეფონზე არ წყდება ზარები, სმსები და ყველა ქსელში შეტყობინებები. დიდი მადლობა, ყველას, მოკითხვისთვის.

მოკლედ მოვყვები ჩემს კოვიდ მდგომარეობას, ვიცი გაინტერესებთ. პირველ რიგში, ძალიან კარგად ვარ. მოკლედ, ბუსტერის შემდეგ 6 400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა "ომიკრონის" შტამი (რომელიც ვერ აღიქვამს ამ რაოდენობებს), მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა ჩემში შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს ადამიანს, რომლებთანაც სიმპტომის გამოვლენამდე რანდენიმე საათით ადრე მქონდა ძალიან ახლო კავშირი (ბუნებრივია, ისინიც აცრილები). არადა, "ომიკრონის" შტამი საშიშად გადამდებია.

#აცრაიცავს... ჩემი სავარაუდო ინფიცირების დღეს არც არავისთვის მიკოცნია, არც ჩავხუტებივარ და ა.შ. ანუ არ ვიცი ვისგან გადამედო. რამდენიმეს ერთად დაგვეწყო სიმპტომები, სხვები კარგად არიან გადაგვდო უცნობმა აუცრელმა.

დღეს მეექვსე დღეა, თავს ვგრძნობ ფანტასტიკურად უკვე რამდენიმე დღეა პირველი ორი დღე მტკიოდა ყელი (რაც სულ მტკივა) და ცოტა ხმა დამიბოხდა. გავიკეთე სისხლის ყველა საჭირო ანალიზი, ყველაფერი წესრიგში მაქვს.
ვარ ჯანზეც კარგ განწყობაზეც.

სახლში გავდივარ საშუალოდ 5 500 ნაბიჯს, ვიღებ 2-3 ლიტრ სითხეს და ვაქტიურობ. ასე წამოწოლილი (როგორც ფოტოზე) იშვიათად ვარ, მხოლოდ წიგნის წასაკითხად.

ყელის ტკივილის პირველივე დღეს გავიკეთე პსრ ტესტი (რადგან იზოლაციაში გავსულიყავი თუ რამეა) და გამიმართლა, რომ იმ დღესვე დამიდასტურდა.

ზოგიერთ ჩემს მეგობარს რამდენიმე დღე არ უდასტურდებოდა. "ომიკრონი" ცხვირ-ხახაში კარგად არ ჩანს, ამიტომ არ მოდუნდეთ და ფრთხილად იყავით. მოკლედ, მეგობრებო, გაიკეთეთ აცრა, პირველივე სიმპტომზე დაიტესტეთ და იზოლირდით პასუხის მოსვლამდე.

თან იზოლაციის წესები შეიცვალა და ბევრად გამარტივდა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ მერვე დღეს ისევ დავიტესტები და მოგახსენებთ პასუხს. განსაკუთრებული მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩემი მეგობარია Nino Ordenidze -ს ჰაჰაჰაჰაჰა, ბუთქოოოო, ეს კაეტლინ ჯენერი ვინ ყოფილა!!!“ - წერს ეკო ფანგანი.


image


0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0