x
მეტი
  • 19.05.2022
  • სტატია:119322
  • ვიდეო:354102
  • სურათი:491833
ვირთხა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

image

ვირთხები მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ ადამიანებს ნაღმების აღმოჩენასა და სიცოცხლის გადარჩენაში. მაგავა ისტორიაში პირველი ვირთხაა, რომელმაც მიიღო PDSA ოქროს მედალი სიმამაცისა და თავდადებისთვის.

კამბოჯელი ვირთხა, სახელად მაგავა, (Magawa) ხუთი წლის განმავლობაში ეძებდა ნაღმებს და ეხმარებოდა სამართალდამცავებს. მამრმა ვირთხამ, რომელიც ბელგიურმა საქველმოქმედო ორგანიზაცია APOPO-მ გაწვრთნა თავისი ხუთწლიანი კარიერის განმავლობაში კამბოჯაში 71 სახმელეთო ნაღმი და 28 აუფეთქებელი საბრძოლო მოწყობილობა აღმოაჩინა.
image

2020 წელს ვირთხა დაჯილდოვდა პრესტიჟული PDSA ოქროს მედლით სიმამაცისა და თავდადებისთვის. ის გახდა პირველი ვირთხა საქველმოქმედო ორგანიზაციის 77-წლიან ისტორიაში, რომელმაც მიიღო ასეთი ჯილდო. 8 წლის მაგავა პენსიაზე გავიდა ამ ზაფხულს მას შემდეგ, რაც შესამჩნევად ნელა დაიწყო მუშაობა. სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ, გმირი მღრღნელი თავისი პატრონის - მალენის სახლში გარდაიცვალა.
image
„მაგავამ კარიერის განმავლობაში აღმოაჩინა 100-ზე მეტი ნაღმი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება. მის მიერ გაკეთებული ყოველი აღმოჩენა ამცირებდა კამბოჯის ხალხისთვის ტრავმის ან სიკვდილის რისკს. ის პატარა იყო, მაგრამ მრავალი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს რაც საშუალებას გვაძლევს დავბრუნდეთ უსაფრთხო გარემოში“, - ამბობს მაგავას მფლობელი.
image
თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ მაგავასთან, პატივს სცემენ მღრღნელის ხსოვნას - ის ხომ ნამდვილი გმირი იყო. კამბოჯა, სხვათა შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე „დანაღმული“ ქვეყანაა. 1975-დან 1998 წლამდე ქვეყანაში ოთხიდან ექვს მილიონამდე სახმელეთო ნაღმი იყო დაგებული, რასაც, სამწუხაროდ, 64000-ზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა.


ალასკაზე მეტყევე მგელს მთელი ზამთარი კვებავდა: 4 წლის შემდეგ მგელი ოჯახთან ერთად დაბრუნდა

ლობო: მოუხელთებელი მგლის გასაოცარი ამბავი

4
268
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
Mediator image
Mediator image
268
  
15 იანვარი, 19:49
ასეა სამწუხაროდ.
15 იანვარი, 19:37
სამწუხაროდ ჩვენ უხეშად ვერევით ბუნებაში და ბუნებაც უხეშად გვპასუხობს ხშირად.
ბრაკონიერების გამო უამრავი ცხოველი და ფრინველი გადაშენდა, თეთრი მრტორქაც გადაშენების გზაზეა. :(
15 იანვარი, 19:20
გმადოლობთ საინტერესო ინფორმაციისთვის. არც ვირთხები ყოფილან უსარგებლონი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანი საკუთარ კომფლიქტში რევს ყველას და ყველაფერს...
15 იანვარი, 18:56
საინტერესო სტატიაა, თან ჩემს სფეროს ეხება.
გამბიური ზაზუნასებრი ვირთხებია ყველაზე საუკეთესო ამ საქმეში, 7 თვეში იწვრთვნებიან, ნაღმს მისი შიგთავსის სუნით პოულობენ და მის ირგვლივ იწყებენ მიწის თხრას, თან საინტერესო ერთი რამაა-წონის გამო ვირთხას არ შეუძლია ნაღმის დეტონირება რაც საფრთხეს გამორიცხავს, როგორც ვირთხისათვის ასევე გამნაღმველისათვის.
0 1 4