x
მეტი
  • 17.05.2022
  • სტატია:119267
  • ვიდეო:354073
  • სურათი:491774
ვეფხვები-ყველაზე დიდი კატები მსოფლიოში
ვეფხვი

ჩინური კალენდრის მიხედვით, ახალი, 2022 წელი . წყლის ვეფხვის წელია და მეც გადავწყვიტე, ამ ულამაზესი ცხოველების შესახებ გიამბოთ .



ვეფხვის ინგლისური დასახელება, 'ტიგერ' ბერძნული ტიგრისიდან მომდინარეობს და ისარს ნიშნავს. ეს სიტყვა ყველაზე კარგად ახასიათებს მათ, რადგან ვეფხვები ძალიან სწრაფად დარბიან. ისინი შეუდარებელი, მონადირეები არიან, სანადიროდ ღამით გადიან და მსხვერპლს შეუმჩნევლად ეპარებიან . მათი საკბილო ძირითადად ირმები და ანტილოპები არიან, თუმცა სპილოებსაც ხშირად ესხმიან თავს . ვეფხვებს სამშობლოდ სამხრეთი და აღმოსავლეთი აზია, გამორჩეულად კი ინდოეთია აღიარებული.

ლომების და მგლებისგან განსხვავებით, ვეფხვები 'მარტოხელა' ცხოველები არიან და განმარტოებით, ცხოვრებას ამჯობინებენ, მოინიშნავენ თავიანთ ტერიტორიას და თავგამოდებით იცავენ მას. იცოდიტ, რომ თეთრი ვეფხვიც არსებობს?ის ძალიან იშვიათო სახეობის ვეფხვია, თეთრი ბეწვი და ყავისფერი ზოლები ამშვენებს და სხვა ვეფხვებისაგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ ცისფერი თვალები აქვს . ვეფხვები მსოფლიოში ყველაზე დიდი კატები არიან. მათი სხეულის სიგრძე, სამ მეტრს აღწევს და 250 კილოგრამსაც შეიძლება იწონიდეს, მარტო კუდი აქვს ერთი მეტრი სიგრძის . უზარმაზარი გაბარიტების მიუხედავად, ვეფხვები ძალიან მსუბუქად და გრაციოზულად მოძრაობენ, თითქმის შინაური კატის მსგავსად მოქნილები არიან.


მიუხედავად იმისა, რომ ვეფხვები მტაცებელი ცხოველები არიან, ხილს და კენკრასაც სიამოვნებით მიირთმევენ . სხვა კატისებრისაგან განსხვავებიტ, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი, საუკეთესო მოცურავეები არიან და გასაგრილებლადაც ხშირად სტუმრობენ ტბებსა და მდინარეებს .

სამწუხაროა, მაგრამ დღეს ვეფხვები გადაშენების პირას არიან, მათი ცხრა სახეობიდან მხოლოდ ექვსიღა შემორჩა და ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ზომით და შეფერილობით კი არა, ქცევითაც განსხვავდებიან.

საქართველოში დღეს ვეფხვი აღარ ბინადრობს, თუმცა, დადასტურებული ფაქტია, რომ ადრე ისინი ჩვენს ტყეში ცხოვრობდნენ.

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი კობახიძე
თამარი კობახიძე
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0