x
„აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რატომ არ ეპატიჟება? რატომ ჩაგრავს თავისივე აღიარებულ ქვეყნებს?“ - რას წერს მერაბ მეტრეველი "3+3 ფორმატზე
image
ახლახანს რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა "კიდევ ერთხელ შეახსენა" საქართველოს "3+3 ფორმატის" აუცილებლობა. სერგეი ლავროვის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობის გამო, მოსკოვს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, საქართველოს აუხსნას რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატის უპირატესობა, ამიტომ ამის გაკეთება თურქეთს და აზერბაიჯანს სთხოვა. მისი თქმით, დახმარება შეუძლია სომხეთსაც.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:


„ჩვენი საგარეოს ადგილზე მარტივად ვუპასუხებდი:

რუსეთის აზრით, რეგიონში მხოლოდ 6 ქვეყანაა? განა თავად არ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა? მათ რატომ არ ეპატიჟება? რატომ ჩაგრავს თავისივე აღიარებულ ქვეყნებს?“, - წერს მერაბ მეტრეველი.



შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოს არაფერს დაავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების თვალსაზრისით.


„3+3 ფორმატის იდეას ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი, როდესაც პირველად ახსენა პრეზიდენტმა ალიევმა, შემდეგ კი პრეზიდენტმა ერდოღანმა. ჩვენ მაშინვე დავინახეთ ამ ინიციატივის ძალიან კარგი, გამაერთიანებელი პოტენციალი. პირველივე დღიდან და მოსკოვში გამართული შეხვედრის მომზადებისას ვემხრობოდით, რომ ქართველი კოლეგები ასევე ჩართული ყოფილიყვნენ პროცესში, გამომდინარე იქიდან, რომ რაც მეტია ურთიერთობის პოტენციალი, უკეთესია არსებული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ლავროვმა.


ცნობისთვის, 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის) და სამი რეგიონული მოთამაშის (რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის) სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ურთიერთობის განვითარებას. საქართველომ განაცხადა, რომ რეგიონულ პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.


„3+3 ფორმატის“ პირველი შეხვედრა მოსკოვში საქართველოს გარეშე გაიმართა და მხარეების შეხვედრისას ქართული დროშა მაინც გამოიყენეს.


1
334
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
334
  
2022, 15 იანვარი, 13:27
აი, ასეთი ხალხი დაგვღუპავს ჩვენ. ზუსტად ეგაა საგულისხმო რომ არ აპეტიჟებიან მაგათ ანუ სიგნალს აზავნიან რომ თუ დავლაგდებით რუსებთან, შეიძლება წაიღონ უკან ეგ აღიარება და მაინც არ მივდივართ მოლაპარაკებაზე. ასე რასაც მივაღწევთ, ვნახავთ ყველა.
0 1 1