x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119533
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491883
5 შემაშფოთებელი ისტორია შუა საუკუნეების და რენესანსის სერიული მკვლელების შესახებ , რომელთა გამოც თმა ყალყზე დაგიდგებათ

ხანდახან, ჩვენამდე ისეთი ისტორიები მოდის, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება, მაგრამ იმდენად კარგადაა დახატული, რომ მღელვარებას მაინც იწვევს. ეს ეხება შუა საუკუნეების და რენესანსის ეპოქის ისტორიებსაც. ბევრი მათგანი გამოგონილია, ბევრიც სინამდვილე, რომელთა დაჯერებაც რთულია.

ბევრი ისტორია “დამნაშავეების" დასჯის შესახებ უფრო მეტს გვიყვება ბრალმდებლების შიშებსა და უგუნორობაზე, ვიდრე თვითონ დამნაშავეზე, წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ ისტორიებს ამ ეპოქის “სერიული მკვლელების შესახებ""

1. ამბობენ, რომ კრისტმან გენიპერტეინგამ დაახლოებით 100 ადამიანი მოკლა

მე-16 საუკუნეში გერმანელი ბანდიტის კრისტმან გენიპერტეინგას დანაშაულები 13 წლის განმავლობაში ხდებოდა. ცნობილია, რომ ამ დროის განმავლობაში მან 964 ადამიანი მოკლა. ამბობენ, რომ თავისი საქმიანობის შესახებ დღიურს აწარმოებდა და სწორედ ის უპოვეს 1581 წელს დაკავებისას. ისტორია და ფოლკლორი მჭიდრო კავშირშია მასთან. არსებობს გარკვეული მტკიცებულებებიც, რომ ეს მკვლელი არც არასოდეს არსებობდა და დროთა განმავლობაში მისი ისტორია გახდა სექსუალური მონობის, კანიბალიზმისა და ბორბალზე სიკვდილით დასჯის მითები.image

2. ელიზაბეტ ბატორიმ ბავშვობაში გაიცნო სატანიზმი და სადომაზოხიზმი

ერჟებეტ ბატორი (ასევე ცნობილი როგორც ელიზაბეთი) დაიბადა 1560 წელს და იყო უნგრელი დიდგვაროვანი ქალი, რომელიც 1609 ან 1610 წლებში დაადანაშაულეს მრავალი გოგონასა და ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში. ბატორი დეიდამ და ბიძამ გაზარდეს, რომლებიც, სავარაუდოდ, სატანიზმს და სადომაზოხიზმს ეთაყვანებოდნენ. იმ დროისთვის, როდესაც იგი 15 წლის ასაკში დაქორწინდა გრაფ ფერენც ნადასდიზე, ბატორის, ალბათ, უკვე გამოცდილი ჰქონდა სხვადასხვა რიტუალები და წამების მეთოდები ნათესავებისგან. როდესაც გოგონა ქმრის ციხესიმაგრეში გადავიდა, ააგო მისთვის წამების კამერა. 1600-იანი წლების პირველ ათწლეულში, ბატორი აწამებდა თავის მსახურებს ფრჩხილების ქვეშ ნემსების ჩასმით და მათზე თაფლის დასხმით მწერების მოსაზიდად. მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა 1604 წელს, ბატორის ქმედებები უფრო ექსტრემალური გახდა, ამბობენ, რომ იგი ჭამდა თავისი ცოცხალი და მკვდარი მსხვერპლის ხორცს და ბანაობდა ადამიანის სისხლში. როდესაც ბატორი სასამართლოზე წარადგინეს, მას ბრალი 80 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა, თუმცა ზოგიერთი თეორიის მიხედვით, მან ასობით ადამიანი მოკლა. იგი დამნაშავედ ცნეს, მაგრამ სიკვდილით დასჯის ნაცვლად ციხეში ჩასვეს. ბატორი გარდაიცვალა 1614 წელს.
image

3. პიტერ ნირსმა აღიარა, რომ კანიბალი იყო და ემბრიონებს ჭამდა

სასტიკი წამების ზემოქმედებით პიტერ ნირსმა აღიარა მრავალი მკვლელობა და კანიბალიზმი. ის თავდაპირველად იყო ბანდის წევრი, რომელიც გერმანიის ქალაქებში მოგზაურობდა მე -16 საუკუნის შუა ხანებში. ითვლება, რომ მას ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი ცნობილი სერიული მკვლელი, მარტინ სტეერი. ნიერსი დააკავეს 1570-იანი წლების ბოლოს, მაგრამ გაიქცა და ძებნილი იყო 1581 წლამდე. დეტალები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი მოკლა ნირსმა იდუმალებითაა მოცული, მაგრამ საერთო კონსენსუსი ასეთია: 544 ადამიანი. ამ მკვლელობებიდან ოცდაოთხი იყო ნაყოფი, რომელიც მან ორსული ქალების საშვილოსნოდან ამოიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნაყოფებს მაგიისთვის და ერთგვარ ზებუნებრივ საწვავად იყენებდა.image

4. პიერ ბურგო და მიშელ ვერდენი დაადანაშაულეს ეშმაკის თაყვანისმცემლობაში, მკვლელობებში და სავარაუდოდ მაქციობაშიც.

1521 წელს მათ სასამართლო პროცესზე პიერ ბურგომ და მიშელ ვერდენმა განაცხადეს, რომ სწორედ დემონური ძალები იყვნენ დამნაშავენი მათი საშინელი ქმედებების გამო. მათ აღიარეს, რომ „უარყვეს ღმერთი და დაიფიცეს, რომ ემსახურებოდნენ ეშმაკს“ ცეკვით და მსხვერპლშეწირვით. მოთხრობების მიხედვით, მათ შემდეგ აღწერეს, როგორ გადაიქცნენ მაქციად მალამოს წასმით. მგლის სახით ისინი თავს დაესხნენ ბავშვებს და მოკვლამდე მათი ხორცით ტკბებოდნენ. ბურგო და ვერდენი თავიანთი დანაშაულისთვის ცოცხლად დაწვეს.image

5. ალისა კიტელერი იყო პირველი ალქაჯი, რომელიც ირლანდიაში დასაჯეს

1324 წელს კიტელერი გაასამართლეს ჯადოქრობისთვის. კილკენიდან მდიდარ ირლანდიელ ქალს ბრალი დასდეს ეშმაკის თაყვანისცემაში, დემონთან შეკვრაში და რამდენიმე ქმრის მკვლელობაში. როდესაც მისი მეოთხე ქმარი გარდაიცვალა, მისმა შთამომავლებმა გაასამართლეს იგი. კიტლერი და მისი რამდენიმე თანამზრახველი დაიჭირეს და სცემეს. როგორც ჯგუფის სავარაუდო ლიდერს, მას მიუსაჯეს კოცონზე დაწვა, მაგრამ როგორც ცნობილია, სიკვდილით არ დაუსჯიათ.image




0
245
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0