x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119236
  • ვიდეო:354066
  • სურათი:491741
რა ინფორმაცია ვრცელდება ყველაზე მომხიბლავი სათამაშოს შესახებ...

​საახალწლოდ დედიკოები და მამიკოები თოვლის ბაბუის როლს ირგებენ და ყველაფერს აკეთებენ რომ ბავშვმა ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროს და იგრძნოს თავი. განსაკუთრებით მშობლები, რომლებიც სკოლამდელი ბავშვების მშობლები არიან არც თანხას არ დაიზარებენ, რომ ამ დღეს ბავშვი თუნდაც ცოტა ხანი იყოს კმაოფილი.

რა თქმა უნდა ბევრ ოჯახში ვერა, მაგრამ ეს განწყობა გადამდებია და ყველა შეძლებისდაგვარად ცდილობს არ დაარღვიოს ეს " ტრადიცია" და გაულამაზონ პატარას ჯადოსნური დღეები.

მშობლები, რომლებმაც ამ თოჯინის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღეს დარწმუნებული ვარ ამაზე არ დაფიქრებულან, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემდეგში გაითვალისწინონ.


image

თუ თქვენ სკოლამდელი ან ორ წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი ხართ და „Cry babies” თოჯინების ან Youtube სერიების შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ, ეს გაფრთხილება მაინც უნდა გაითვალისწინოთ: არასდროს უყიდოთ ბავშვს „Cry babies” თოჯინები. „Cry babies: Magic Tears“ ანიმაციის სამყარო თქვენს ბავშვს მონსტრად აქცევს და მას ნამდვილი (არა ჯადოსნური) ცრემლებით შეამკობს.ეს თოჯინები ბავშვებში ფრუსტრაციისა და დაბნეულობის გამოსაწვევად არის შექმნილი.

თოჯინებით თამაში ბავშვს დამოუკიდებლობას აჩვევს და ძალიან სასარგებლოა. ხმაურიანი და მტირალა თოჯინებიც მისაღებია, თუმცა თოჯინების ეს სპეციფიკური ბრენდი და მისი Youtube სერიები მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ოჯახს აწამებს.

Cry babies არის როგორც სათამაშოები, ასევე ანიმაცია. თოჯინებს IMCToys-ის ბრენდი აწარმოებს. თითქმის არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თოჯინებს ან ანიმაციას ქმნიან. თოჯინების ნაწილი წყლის ცრემლებით ტირის, ნაწილი კი ტოქსიკური სითხის შხეფებით, რომელსაც „ჯადოსნური ცრემლები“ ეწოდება. მან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. შემადგენლობაში ვკითხულობთ, რომ შეიცავს ალერგენებს: ლიმონენესა და ლინალულს. თოჯინები შემაშფოთებლად ხმაურიანია და შემაწუხებელ ხმებს გამოსცემს.

„Cry babies“ Youtube შოუ 40-წუთიანი ან ორსაათიანი სეგმენტების სახით არსებობს. აღნიშნულ ანიმაციაში არ არის გაკვეთილები ბავშვებისთვის. ისეთი შეგრძნება გრჩებათ, რომ სიუჟეტები სადისტური ალგორითმით არის შექმნილი. რაც შეეხება თოჯინებს, მათი ყუთიდან ამოღებისთანავე მიხვდებით, რომ ის თქვენი შვილის ფრუსტრაციას გამოიწვევს.

მტირალა თოჯინის ქონა ბავშვისთვის დამაზიანებელი არ არის, რადგან ეს მას ზრუნვას აჩვევს. ის სწავლობს, რომ ბავშვს უნდა მოეფეროს, აჭამოს, გამოუცვალოს, როდესაც ის ტირის, თუმცა Cry babies თოჯინები მიზეზ-შედეგობრივი კომფორტული ციკლის საფუძველზე არ არის შექმნილი. დამაბნეველი პარამეტრების გამო თოჯინა ხშირად აკეთებს იმას, რასაც ბავშვი მისგან არ ელოდება, რის გამოც ბავშვი თოჯინასთან ერთად ტირილს იწყებს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს თოჯინა მობეზრდეს, ის დაჟინებით ცდილობს, რომ მას ის გააკეთებინოს, რაც ჩაიფიქრა.

Cry babies თოჯინები საბოლოოდ მშობლის თავის ტკივილისა და ბავშვის უსასრულო გაურკვევლობის მიზეზი ხდება. მშობლები ცდილობენ ახალი მოდელების შეძენას და იმედი აქვთ, რომ მას უკეთესი ფუნქციები ექნება, ამგვარად მოჯადოებული წრე იკვრება. ამ წრისგან თავის დასაღწევად, გირჩევთ, არ უყიდოთ ბავშვს Cry babies ტოქსიკური თოჯინები.

წყარო: momsedu.ge

0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0