x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჰომო ლონგი - ადამიანი დრაკონი
ჰომო ლონგი - ადამიანი დრაკონი


ჰომო ლონგი / ადამიანი დრაკონი (Homo longi / Dragon Man) იყო არქაული ადამიანის სახეობა ან ქვესახეობა, რომელიც იდენტიფიცირებულია თითქმის სრულად შემორჩენილი თავის ქალადან. მას მეტსახელად "დრაკონი კაცი" ან "ადამიანი დრაკონი" უწოდეს. აღმოაჩინეს ჰარბინში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის დაბლობზე. აღმოჩენილი განამარხებული ნაწილი თარიღდება მინიმუმ ძვ.წ. 144, 000 წლით. აღნიშნული თავის ქალა აღმოაჩინეს 1933 წელს მდინარე სონგუას გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე მანჩუკუოს ეროვნული რკინიგზისთვის დონჯიანგის ხიდის მშენებლობისას. მაშინდელი პოლიტიკური არეულობის გამო ის დამალული იქნა და მხოლოდ 2018 წელს მიუტანეს პალეოანთროპოლოგებს შემდგომი კვლევისთვის. თავდაპირველად ივარაუდეს, რომ ეს ნარჩენი შესაძლოა დენისოველს ეკუთვნოდა, თუმცა ეს მოსაზრება ჯერჯერობით არ დასტურდება - მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ჰომო ლონგი უფრო ახლოს დგას ჰომო საპიენსთან ანუ თანამედროვე ადამიანებთან, ვიდრე ნეანდერტალელებთან. თანამედროვე დნმ კვლევები კი ადასტურებს, რომ დენისოველები უფრო ენათესავებოდნენ ნეანდერტალელებს, ვიდრე ჰომო საპიენსებს.


ჰომო ლონგი - ადამიანი დრაკონი


ჰომო ლონგი ანატომიურად ახლოს დგას შუა პლეისტოცენში ჩინეთში გავრცელებულ სხვა ადამიანთა მოდგმებთან, მისი თავის ქალაც დაბალი და გრძელია, კარგად განვითარებული წარბზედა რკალებით, ფართო თვალბუდეებით და დიდი პირით. ჰომო ლონგის თავის ქალა ყველა დღემდე აღმოჩენილ ადამიანის სახეობასა თუ ქვესახეობაზე უფრო გრძელია. თანამედროვე ადამიანების მსგავსად, მისი სახე საკმაოდ ბრტყელია, მაგრამ ცხვირი უფრო დიდი. მათი თავის ტვინის მოცულობა იყო 1420 სმ3 (კუბური სანტიმეტრი), რაც თანამედროვე ადამიანებისა და ნეანდერტალელების ტვინის მოცულობას შორის გარდამავალი ზომაა. ეს ადამიანები ცხოვრობდნენ ცივ სტეპურ გარემოში ისეთი ცხოველების გარემოცვაში, როგორებიცაა: ბეწვიანი მამონტი, გიგანტური ირემი, პრჟევალსკის ცხენი, ცხენირემი (ელკი), გარეული კამეჩი, მურა დათვი და სხვ. ჰომო ლონგი ქვის და ძვლის იარაღებს ამზადებდა მათზე სანადიროდ და მათი ხორცის დასამუშავებლად. თავად სახელი "ადამიანი დრაკონი" მომდინარეობს მდინარე ლონგჯიანგის სახელწოდებიდან, რაც სიტყვასიტყვით "დრაკონის მდინარეს" ნიშნავს და ამ მდინარის გამო უწოდებენ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციას ჰიელონგჯიანგს, სადაც იქნა აღმოჩენილი ჰომო ლონგის განამარხებული ნარჩენები.



ჰომო ლონგი - ადამიანი დრაკონი


წყარო: Homo longi - Wikipedia;



კრებულები:


1. მეცნიერება

2. მეცნიერება - მე-2 ნაწილი

3. მეცნიერება - მე-3 ნაწილი

4. სხვადასხვა

5. სხვადასხვა - მე-2 ნაწილი

6. ქართული მითოლოგია

7. რელიგია

8. საქართველო

9. საქართველო - მე-2 ნაწილი

10. ქართული სახელმწიფოები

11. პროტოქართველები

12. კავკასიური კულტურები

13. პარანორმალი


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
11
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
11
  
2022, 26 აპრილი, 12:29
▶ ჰომო ლონგი / ადამიანი დრაკონი (Homo longi / Dragon Man) - ჰომო ერექტუსის ქვესახეობა. არსებობდა მინიმუმ ძვ.წ. 144,000 წლის წინ. აღმოაჩინეს 1933 წელს ჰარბინში, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის დაბლობზე. გავრცელებული იყო აღმოსავლეთ აზიაში. მისი ტვინის ზომა საშუალოდ იყო 1420 კუბურ სანტიმეტრამდე.
0 1 1