x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძის წინააღმდეგ - "ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს"

image


"ყველა წერტილსა და მძიმეს ვეთანხმები რასაც ჩემი ძმა, კონსტანტინე წერს" - აქვეყნებს ძმის მხარდასაჭერ პოსტს ტვიტერზე პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია და მის სტატუსს საკუთარ გვერდზე აზიარებს, რომელსაც თქვენც უცვლელად გთავაზობთ:


image


"ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ატანა, რის გავლაც უწევს ჩემს ძმას და ჩემს რძალს ამ ავადმყოფური ბრბოს მხრიდან. ასევე უდიდესი ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა მათი გინებით და უსამართლო მოპყრობით შეწუხებულებს, "- ვკითხულობთ გიორგი გამსახურდიას ძმის საპასუხოდ დაწერილ პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას უფროსმა ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ სტატუსი დაწერა, მისი ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას ქვრივმა, მანანა არჩვაძემ წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრთან, სადაც დღესდღეობით, ცოტნე გამსახურდია მკურნალობის კურსს გადის, მიტინგის მოწყობა სცადა.


ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. თავდაპირველად მას ჯერ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე დარჩა, ბოლოს კი მკურნალობის კურსი უკვე გერმანიაში გაიარა.


აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ სულ 5 პირი დააკავა. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.


შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია მეუღლესთან ერთად გასული წლის აგვისტოდან წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფება, სადაც მისი გადაყვანა გიორგი გამსახურიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მოხდა.



0
642
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
642