x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შვედეთში ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, სახელი შეუცვალონ სოფელს, რადგან "ფეისბუქი" მუდმივად ბლოკავს
imageშვედეთის სოფელ „Fucke»“ მაცხოვრებლებმა სახელის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც მობეზრდათ გამუდმებული ცენზურა, როცა ფეისბუქზე თავიანთი სოფლის ცხოვრების შესახებ სურთ დაწერონ.


პატარა სოფელი, რომელიც მდებარეობს ტბიდან სანპიროდან, შემაღლებულ ადგილზე, შედგება სულ 11 ობიექტისგან.


იგი მდებარეობს Fuckesjön-ის („ტბა Fucke“) ნაპირებზე და ფეხით სავალ მანძილზეა კიდევ ერთი პატარა დასახლება - „The Hump“-იდან, რომელიც მდებარეობს Humpsjön-ის („Humpback Lake“კუზიანი ტბა) ნაპირებზე.


ენისა და ფოლკლორის ინსტიტუტის მიხედვით, სოფელ "ფუკეზე" ყველაზე ადრეული ჩანაწერები თარიღდება 1547 წლით, სადაც ის აღწერილია, როგორც დასახლება "ტბის პირას, რომელიც მდებარეობს ძალიან მაღალ ბორცვზე და ძალიან ციცაბო ველებით". მაგრამ, მიუხედავად ისტორიული ფესვებისა, "ფუკეს" მაცხოვრებლები დაიღალნენ - განსაკუთრებით Facebook-ი ბლოკავს მათ პოსტებს, როდესაც ისინი ცდილობენ გამოაქვეყნონ თავიანთი სოფლის შესახებ ამბები სოციალურ მედიაში ან როდესაც ცდილობენ ნივთების ონლაინ გაყიდვას.


imageფოტოზე ტბა Fuckesjön


ახლა ისინი გაერთიანდნენ და განაცხადი წარადგინეს შვედეთის მიწების ეროვნულ სამსახურში, რათა შეეცვალათ სოფლის სახელი Dalsro-თი („მდუმარე ველი“). თუმცა, შვედეთის STV-ის თანახმად, პროცესს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს და "ფუკეში} მცხოვრებიმა ადამიანებმა საეჭვოა ზაფხულამდე მიიღონ პასუხი. თან ჯერ ეს საკითხი საბჭომ ენებისა და უძველესი ძეგლების ინსტიტუტთან ერთად უნდა განიხილოს.



გეოგრაფიული სახელები რეგულირდება ქვეყნის კულტურული გარემოს შესახებ კანონით და გეოგრაფიული სახელების მარეგულირებელი კანონის დებულებებით.


„ადგილობრივი ტრადიციული სახელები, რომელსაც იცავს კანონი, ნიშნავს, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, გეოგრაფიული სახელები უნდა დაიწეროს შვედური დამწერლობისათვის მიღებული ნორმების შესაბამისად და ამჟამად გამოყენებული ტოპონიმები არ შეიძლება შეიცვალოს, თუ არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზები. ასეთი განმარტება გააკეთა ელფოსტით შვედეთის მიწების ეროვნულმა სამსახურმა.


ამ მხრივ უფრო გაუმართლათ ერთ-ერთ ავსტრიულ სოფლის მაცხოვრებლებს.ავსტრიული სოფელი იძულებული გახდა შეეცვალა სახელი Fugging -ით "ღრმად ორიგინალური" F *** ing-ის ნაცვლად
მოსახლეობამ წლების განმავლობაში ვეღარ გაუძლო ინგლისურენოვანთა დაცინვას ამ სახელის გამო.
ტურისტები ხშირად ჩერდებოდნენ სოფლის აბრასთან სურათების გადასაღებად.
image

0
309
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0