x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116384
  • ვიდეო:353112
  • სურათი:490233
14 ,,გაფუჭებული დუბლი", რომლებიც იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ფილმში დატოვეს

გადაღებების პროცესი საკმაოდ რთული რამაა და ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, დეკორაციები იშლება, მსახიობებს ტექსტ ავიწყდებათ და ა. შ. სიტუაციას კი კარგად მართავენ ნიჭიერი მსახიობები, რომლებიც ხანდახან თავადვე იგონებენ ექსტს ან მოძრაობებს, რომლებიც იმდენად კარგი გამოდის, რომ რეჟისორები მას ფილმშიც ტოვებენ:

1. ორმოცი წლის ვაჟიშვილი

გახსოვთ ის მომენტი, როდესაც სტივ კარელის პერსონაჟს მკერდზე ცვილით დეპილაციას უკეთებდნენ? რეჟისორს სპეცეფექტები და გრიმი ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მსახიობმა ცვილის საკუთარ თავზე გამოცდა მოინდომა, ამიტომ მთელი ეს ტკივილი, მოულოდნელობა და ემოციები რაც ამ კადრში ჩანს, რეალურია.image

2. ფორესტ გამპი

ერთ-ერთ სცენაში, - „მე მქვია ბენჯამინ ბაფორდ ბლუ. ხალხი ბაბას მეძახის." ტომ ჰენქსის პერსონაჟი პასუხობს: "მე მქვია ფორესტ გამპი. ხალხი მეძახის ფორესტ გამპს“. ფაქტობრივად, მსახიობმა თავისი ტექსტი შეცდომით თქვა, მაგრამ რჟისორს იმდენად მოეწონა, რომ ფილმში დატოვა. image

3. კარტი, ფული და ორი ლულა

ცნობილი სცენა, სადაც ნიკი ჭიქა მინის მაგიდაზე დებს და ის ტყდება, ასევე არ ყოფილა დადგმული, მსახიობის გაოცება და შიშიც ნამდვილი იყო.image

4. ქალის სურნელი

იმისათვის, რომ დამაჯერებლად ეთამაშა ბრმა ფრენკ სლეიდი, ალ პაჩინო დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა, რომ მზერა არაფერზე გაეჩერებინა. ბოლოს ისე შეეჩვია როლს, რომ მართლაც თვალწინ ბევრს ვერაფერს ხედავდა. სცენა, რომელშიც ის ნაგავსაყრელს ეჯახება და ეცემა, არ იყო დაგეგმილი, მსახიობი ფაქტობრივად დაეცა, მაგრამ ფილმის ფინალურ ვერსიაში ეს მომენტი მაინც მოხვდა.image

5. იყო ჯონ მალკოვიჩი

ფილმში არის ეპიზოდი, სადაც მალკოვიჩი თავისთვის მიდის გზაზე და გამვლელი მანქანიდან ქილას ესვრიან, ფრაზით: „ჰეი, მალკოვიჩ, უფრო სწრაფად იფიქრე!“ ფაქტობრივად, მანქანა კადრში შემთხვევით მოხვდა, კი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იჯდა, საკმაოდ მთვრალი. რეჟისორს მოეწონა სცენა და გადაწყდა მისი დატოვება.image

6. ამერიკული სილამაზე

თეფშის ეფექტური სროლა კედელზე სრულიად კევინ სპეისის დამსახურებაა. ის იმდენად შევიდა როლში, რომ თეფში თავისი ინიციატივით მიანარცხა კედელს.image

7. ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება

ფილმში არის ეპიზოდი, რომელშიც ქეით უინსლეტის გმირი ქრება. ჯიმ ქერიმ ამის შესახებ არ იცოდა, ამიტომ მისი გაოცება ნამდვილია.image

8. სლევინის იღბლიანი ციფრი

ფილმში არის მომენტი, როდესაც ლინდსი ოთახში იმ მომენტში შედის, როდესაც სლევინი იმ ერთადერთ რამეს, რაც სხეულს უფარავდა- პირსახოცს იხდის. ლუსი ლუ ამ სცენის შესახებ არ გაუფრთხილებიათ, ამიტომ მისი გაოცება და სიმორცხვე რეალურია.image

9. უცხო

საკულტო სცენაში, სადაც “უცხო" იბადება, მთავარი გმირების ზიზღი და შოკი სახეზე ნამდვილია. რჟისორს მათთვის არ უჩვენებია როგორი იქნებოდა არსება, ამიტომ ემოციების სპექტრი მათ ნახეზე რეალურია.image

10. გადარჩენილი

სცენაში, სადაც ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟი ხარბად კბჩს ბიზონის ღვიძლს, მსახიობი რეალურად უმ ხორცს ჭამს. მსახიობს თავად სურდა ყველაფრის ნამდვილად გაკეთება.image

11. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი

გადაღებების დროს ბარტი კრაუჩის როლის შემსრულებელმა მსახიობმა იმპროვიზაცია მოახდინა და გველივით ენა გამოყო. ჟესტი წარმატებული გამოდგა და შემდგომში გამოიყენა ბრენდან გლისონმა, რომელიც მუდის როლს ასრულებდა.image

11. მისის დაუტფაირი

ფილმში არის სცენა, როდესაც რობინ უილიამსს ნიღაბი სძვრება და სახის დასამალად სახე ტორტში ამოითხვარა. საქმე იმაშია, რომ კრემი პირდაპირ სახეზე ადნებოდა და როდესაც ის ჭიქაში ჩავარდა, უილიამსი არ დაიბნა და თქვა “აი ნაღები შაქართან ერთად- ნამდვილი კაპუჩინოა"image

12. კივილი

სცენაში, სადაც მეთიუ ლილარდის გმირს იარაღი უვარდება, ის ამბობს “...ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს". ეს რეპლიკა იმპროვიზირებულია.image

13. მატრიცა

სცენაში, სადაც ნეო ფანჯრიდან ძვრება ცათამბრჯენზე, კიანუ რივზმა უარი თქვა კასკადიორის გამოყენებაზე, მეტიც, ამ სცენაში დამცავი თოკიც კი არ ება.image

14. ბინძური ცეკვები

სცენა, რომელშიც მსახიობები ერთმანეთისკენ მიღოღავენ, არ იყო დაგეგმილი. საქმე იმასია, რომ გადაღებების დროს მსახიობები ერთობოდნენ და შედეგად სცენაც იდეალური გამოვიდა.image





0
821
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0