x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„სიზმარში მგონია თავი, ვერ ვეგუები, რომ ეს ყველაფერი ჩემს შვილთან დაკავშირებით ხდება“ - გიული ალასანია

image

„სიზმარში მგონია თავი, ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ჩემ შვილთან დაკავშირებით ხდება“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ექსპრეზიდენტის დედამ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის ძალიან ემოციურია.

„ახლა მთავარი პრობლემა მისი ჯანმრთელობაა. ვესწრები ყველა პროცესს და დღეს შენიშვნა, მისცეს „აქეთ უნდა იყურო, იქით უნდა იყურო“. ეს არის ტრიბუნა ჩემი შვილისთვის და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან ლაპარაკი. ეს სასამართლო პროცესების დროს ხერხდება.

ამ ყველაფრის გადატანა ჩემთვის ემოციურად ძალიან რთულია. სიზმარში მგონია თავი, ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ჩემ შვილთან დაკავშირებით ხდება. ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია ეს ყველაფერი.

რაღაცები გავიგე, რაც არ ვიცოდი. მაგალითად, არ ვიცოდი საზღვრის გადაკვეთა როგორ მოხდა. სწორედ ელგუჯა ცომაიამ გადმოიყვანა ჩემი შვილი საზღვარზე, შემდეგ ჩამოიყვანა თბილისში. ძალიან ღირსეულია ეს ადამიანი. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ჩემი შვილის მოსვლამდე ჩვენს ქვეყანას არანაირი საზღვარი არ ჰქონდა. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც საზღვარი არ ჰქონდა. სასაზღვრო სისტემა სწორედ მის მიერ შეიქმნა.

ყველაზე საინტერესო გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ილაპარაკა საქართველოს მომავალზე, თუ რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორ უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს გიული ალასანია.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

2
247
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
247
  
2022, 14 იანვარი, 12:13
ეს ქალიც არაა მთლად ჯანმრთელი ფსიქიურად, ნუ მიშა გასაგებია მოწყვეტილია რეალობას და თავი ჯერ კიდევ პრეზიდენტი ჰგონია.
ლაჩრები გმირები, მკვლელები პატრიოტები და ასე შემდეგ...
2022, 14 იანვარი, 0:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2