x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"ვიცი, რომ თქვენი ქმარი საყვარელს (კაცს) ხვდება" - ზარი ბრიჯიტ მაკრონთან

image უსაფრთხოების სამსახურის ყველა მცდელობის მიუხედავად ანონიმმა მაინც შეძლო ბრიჯიტ მაკრონთან დარეკვა.

პოლიტიკურმა კომენტატორმა ნიკოლას პრისეტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა საფრანგეთის პირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონთან ანონიმური ზარის შესახებ დოკუმენტურ ფილმში "საპრეზიდენტო კამპანიების ჯოჯოხეთში."(‘In the Hell of the Presidential Campaigns’)

პრისეტის თქმით, უცნობმა პირმა, საპრეზიდენტო წყვილის გაჯეტებისთვის უსაფრთხოების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი დაცვის ყველა დონის გვერდის ავლით, მოახერხა ბრიჯიტ მაკრონის პირად ნომერზე დარეკვა და ქალისთვის უსიამოვნო ინფორმაციის მიწოდება.

- ვიცი, რომ შენი ქმარი ახლა საყვარელ მამაკაცთან არის, - თქვა ანონიმმა .

მოულოდნელი ზარის შესახებ ინფორმაცია ფრანგმა სენატორმა ფრანსუა პატრიატმაც დაადასტურა - მისი თქმით, ტელეფონის გათიშვის შემდეგ, პრეზიდენტის მეუღლემ თავისი ემოციები გაიზიარა:

- გესმით, რისი თქმა გაბედეს? საერთოდ არ გვინდობენ! ამის გაგონებამ ძალიან დამწყვიტა გული და შოკირებული ვარ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას“, - განაცხადა ბრიჯიტ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს ბრიჯიტს შორის 24 წლიანი ასაკობრივი სხვაობა კვლავ ბევრ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ მაკრონი თავად ამტკიცებს, რომ მხოლოდ 1993 წელს გაჩნდა გრძნობები 15 წლის სკოლის მოსწავლესა და მის 39 წლის მასწავლებელს შორის, ხალხი კვლავ ეძებს ამ უთანასწორო ქორწინების ფარულ მოტივებს.

მაგალითად ცოტა ხნის ხნის წინ, შეთქმულების თეორეტიკოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბრიჯიტ მაკრონი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც მამაკაცად დაიბადა და რამდენიმე სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

0
599
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0