x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბაკურიანში საახალწლო ფოირვერკმა ახალგაზრდა კაცს ხელის მტევნები წააცალა

image

სოციალურ ქსელში და მედიაში აქტიურად ზიარდება ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ პირადად ნანახი ინციდენტი, რომელიც ბაკურიანში მოხდა:

„წუხელ ჩვენს სასტუმროში ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდა ოჯახი ნომერში, მამამ გაისროლა ასაფეთქებელი და ორივე ხელი წააცალა მთელი სასტუმრო ფეხზე იყო, ყველაფერი სისხლიანი, ბავშვები დასტრესილები, წივილი და კივილი! გთხოვთ, არ გინდათ, ძალიან საშიშია! ყველა ისე ცუდად ვართ, “- წერს სოცქსელის მომხარებელი.

როგორც ირკვევა, ინციდენტი 12 იანვარს, გვიან ღამით სასტურმოს ტიპის საცხოვრებელი სახლის, „კრისტალ რეზიდენსში“ მოხდა.

"თავისივე კუთვნილ ბინაში აღნიშნავდა დაბადების დღეს. ისროდა ფოიერვერკს. აივნიდან, პირველი გასროლის შემდეგ ხელში აუფეთქდა. ხელის მტევნები დაუზიანდა. პირველადი დახმარება ბაკურიანში გაეწია და შემდეგ თბილისში გადაიყვანეს, დღეს დილით გაუკეთეს ოპერაცია. სხვა არავინ დაშავებულა. ოპერაციის დროს ერთი თითი ვერ შეუნარჩუნეს. სტაბილური მდგომარეობა აქვს ახლა და პალატაში გადაიყვანეს“, – აცხადებს სასტუმროს მენეჯერი ანა მარქაროვი "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბაკურიანის კლინიკის მენეჯერის, მაკა ვიბლიანის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში, 00:01 საათზე შეიყვანეს, რომელსაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და კატასტროფის ბრიგადით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

"00:01 საათზე შემოვიდა პოლიციის თანხლებით. პაციენტი შოკურ მდგომარეობაში იყო. საკმაოდ სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, ფაქტობრივად მტევნები ჰქონდა მოცლილი და მიკროქირურგიული ოპერაციის საჭიროება ჰქონდა“, – ამბობს იგი.

როგორც ღუდუშაურეის კლინიკაში განაცხადეს, 39 წლის პაციენტს ხელები არ დაუკარგავს, თუმცა წინასწარ არ იციან რომელი თითები შეუნარჩუნდება და რომელი არა.


1
272
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
2022, 17 იანვარი, 12:44
:-(
0 1 1