x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სააკაშვილის სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზები, რომელმაც საზოგადოების ნაწილი გაამხიარულა, ნაწილი კი დაზაფრა

image

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ამჯერად საქალაქო სასამართლომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე განიხილა.

ექს-პრეზიდენტი სასამართლოზე ენაწყლიანობით გამოირჩეოდა, მედია დროდადრო დღის განმავლობაში საზოგადოებას აწვდიდა სააკაშვილის მიერ სასამართლოზე წარმოთქმულ მონოლოგებს, გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ამონარიდებს.

1)თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს.არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს. ჩემთვის არავინ ხართ. მივმართავ ქართველ ხალხს.

2)ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით, ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე სქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ზვიად გამსახურდია აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომლებმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოლახვისთვის.

3)ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში - აი რა მოიტანა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლამ.

4)ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასო რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში - აი რა მოიტანა ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში.

5)მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო, ვისთვის ვარ მომეტებული საფრთხის წყარო? მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის

6) არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი არ გამოვა. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და რომელიც მიაღწევს რიგ გარეშე არჩევნების ჩანიშვნას.

7)მე არ ვიცი, რამ გამახსენა, რატომღაც გამახსენდა და არავის არ ვგულისხმობ, გორის ჰოსპიტალთან იყო რამდენიმე უპატრონო ძაღლი და რამდენი გავიდოდა ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი ან ვიღაცა და აკეთებდა განცხადებებს, ერთი ძაღლი იყო, ძალიან საყვარელი ცუგა, ყოველთვის შედიოდა კადრში. ისინი იწყებდნენ განცხადებებს და ეს იწყებდა ყეფას. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია, რომ არ მიეცა საშუალება და მე რომ გადავძახე, ახალი წელი რომ მომილოცეს, იქაც იდგა და მახშობდა მე.ნუ, ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში და არავინ არ მინდა, თავის თავზე მიიღოს, ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად. იმიტომ, რომ ის სიმპათიური ცუგა იყო. არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები“

8)ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ჩემი მკვლელობა. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად რომელიც მე მივიღე, დავაავადდი მძიმე ნერვოლოგიური დაავადებით, როგორც ხედავთ გონებას არ მიბნიდავს, მაგრამ ბევრ სხვა ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის, ამის მკურნალობა კი, სამწუხაროდ, უკვე საქართველოში შეუძლებელია. იმის დასადასტურებლად, რომ ამის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია, საქართველოში ჩამოსვლას წამყვანი სპეციალისტები აპირებენ, თუმცა უკვე მეოთხე კვირაა აქ ჩამოსვლის ნებართვას ვერ იღებენ.

9)ბატონ წოწორიებსა და ელგუჯა ცომაიას მინდა ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემს გამო დააკარგვინეს ეს დრო. მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ დაეწერათ. იცით სად გადავლახე საზღვარი ერთხელ არალეგალურად ასლან აბაშიძეს, რომ ეყენა საბაჟო, ალიკა ქობალიამ ჩამსვა თავისი პიკაპის საბარგულში, გადამაფარა ბრეზენტი და ასე შევედი. სირცხვილი არ არის სააკაშვილი, რომელმაც გაგიუქმათ ეს საზღვარი, მალულად, რომ დადის ბათუმში? ნუთუ მე არ მაქვს უფლება, ჩემს ცხოვრებაში, სიკვდილამდე ერთხელ ბათუმში გავიარო თავისუფლად, რომელიც მე ავაშენე?"

0
735
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0