x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე ერთმანეთს 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ

ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე ერთად 16 წლის განმავლობაში იყვნენ, ბოლო 4 წელი კი ოფიციალურ ქორწინებაში გაატარეს. დღეს წყვილმა ოფიციალური განცხადება გააკეთა დაშორების შესახებ:image

“ჩვენ ყველამ ვიგრძენი ზეწოლა დროის ცვლილებებისგან... რევოლუცია ვითარდება და ჩვენი ოჯახი არ არის გამონაკლისი. <...> ამას გიზიარებთ არა იმიტომ, რომ მიგვაჩნია, სიახლე დაბეჭდვის ღირსია, არამედ იმისთვის, რომ ეს ღირსეულად და პატიოსნად გავაკეთოთ. ჩვენს შორის სიყვარული გრძელდება, ვითარდება იმ მიმართულებით, რომელშიც უნდა იყოს აღიარებული და განვითარებული. ჩვენ ვათავისუფლებთ ერთმანეთს, რათა ვიყოთ ისეთები, რისკენაც მივისწრაფით."image

წყვილმა შეხვედრა 2005 წელს დაიწყეს, 2017 წელს კი დაქორწინდნენ. მათ 2 საერთო შვილი ჰყავთ, 14 წლის ლოლა და 13 წლის ნაკოა-ვოლფი. ლიზა ბონეს ასევე ჰყავს ზრდასრული შვილი, მსახიობი ზოი კრავიცი, რომელიც მომღერალ ლენი კრავიცისგან შეეძინა.

0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0