x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იაპონელმა ქალმა უარი თქვა საკუთარ ბავშვზე მას შემდეგ, როდესაც გაიგო დონორის ეროვნება და განათლება

image

იაპონელმა ქალმა უარი თქვა საკუთარ ბავშვზე მას შემდეგ, როდესაც აღმოაჩინა, რომ სპერმის დონორმა, რომელთანაც იგი ათჯერ იწვა დაორსულებისთვის, იცრუა საკუთარი ეროვნებას და განათლების შესახებ, რათა მასთან სექსი ჰქონოდა.

30 წლის გათხოვილმა ქალმა ტოკიოდან, უჩივლა სპერმის დონორს მას შემდეგ, როდესაც გაიგო, რომ ის ჩინელია და არა იაპონელი, არ აქვს დამთავრებული კიოტოს უნივერსიტეტი და ამასთანავე სინამდვილეში არც უცოლოა, იუწყება გამოცემა Tokyo Shimbun.

30 წლის ქალმა და მისმა მეუღლემ, რომლებსაც უკვე ჰყავთ ერთი შვილი, 2019 წელს სოციალურ ქსელში იპოვეს დონორი მამაკაცი, მას შემდეგ როდესაც გადაწყვიტეს დონორისგან შვილი ჰყოლოდათ, რადგან მის ქმარს ჰქონდა გენეტიკური დაავადება, რომელიც შეიძლება მის შთამომავლზე გადასულიყო.

ქალს 2019 წლის ივნისში 20 წლის დონორთან ათჯერ ჰქონდა სექსი, სანამ დაორსულდებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც აბორტის გაკეთება უკვე გვიანი იყო, წყვილმა შეიტყო, რომ მამაკაცმა მათ მოატყუა.

ბავშვი გადაიყვანეს ტოკიოს ბავშვთა მოვლის დაწესებულებაში და ღიაა შვილად აყვანის მსურველთათავის, ხოლო წყვილმა შეიტანა სარჩელი დონორზე 2 მილიონი დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით, თაღლითობისა და ემოციური სტრესისთვის.

ქალის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბავშვის მიტოვების გადაწყვეტილებით გამოწვეული ნეგატიური ემოციების გამო მას უძილობა დასჩემდა და ფიზიკურად და ემოციურად ტრავმირებულია.

მაგრამ მიზუჰო სასაკიმ, იაპონიაში ბავშვთა დაცვის სამსახურის მუშაკმა ქალს ზიზღით "მეწვრილმანე " უწოდა და აღნიშნა, რომ "ბავშვს ეპყრობოდა როგორც ობიექტს".

მან თქვა: ”ვფიქრობ, უმჯობესია ბავშვი გადავცეთ ისეთ ვინმეს, რომელიც შეიძლება იყოს კარგი აღმზრდელი”.

შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია


0
669
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0