x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საკულტო სერიალების გმირები პირველ და უკანასკნელ ეპიზოდებში- ნახეთ როგორ შეიცვალნენ

პირველად სერიალი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ 1946 წელს გამოჩნდა. ახლა მათ დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ თანამედროვე კინემატოგრაფიაში. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ 2000-იანების საკულტო სერიალის გმირები მათ პირველ და უკანასკნელ ეპიზოდებში:

1. ჰადე - “კლონი". ეს ბრაზილიური მელოდრამა ეკრანებზე პირველად 2001 წელს გამოჩნდა. შოუს დიდი წარმატება ხვდა წილად და თითქმის მთელ მსოფლიოში გადიოდა: ჰადესა და ლუკასის ურთიერთობას 90 ქვეყანაში ადევნებდნენ თვალს . 2010 წელს კი სერიალის რიმეიქი ესპანურად გადაიღეს.image

2. პერი კოკსი - “კლინიკა". "კლინიკა" 2001 წლიდან 2010 წლამდე გადიოდა. სერიალის ყველა მთავარი გმირი პირდაპირ კავშირშია მედიცინასთან, გარდა დამლაგებლისა.image

3. კელი ტეილორი - “ბევერლი ჰილსი 90210". ვინ არ უყურებდა 90-იანი წლების საკულტო სერიალს?image

4. დონა მარტინი - “ბევერლი ჰილსი 90210"image

5. მონიკა გელერი- “მეგობრები" . სერიალმა აღიარება და პოპულარული სიყვარული მოიპოვა და სამართლიანად ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდ. მათაც კი, ვისაც არც ერთი ეპიზოდი არ უნახავს, ​​თითქმის ზეპირად იცის პერსონაჟები და მათი სიუჟეტი.image

6. პენი- “დიდი აფეთქების თეორია"- სერიალი 2007-20019 წლებში გადიოდა და ამრიგად გახდ ყველაზე გრძელი სიტკომი, 12 სეზონით და 279 სერიით. მთელი ამ დროის განმავლობაში პერსონაჟები გაიზარდნენ, მათი ფასეულობები შეიცვალა, თუმცა სერიალი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სულაც არ გაუფუჭებიათ და პირიქით, უფრო სასაცილოც კი გახდა.image

7. სიუზან მაიერი - “სასოწარკვეთილი დიასახლისები". 4 დიასახლისი მეგობრის ცხოვრების შესახებ სერიალმა 3 ოქროს გლობუსი მოიპოვა და 38-ჯერ იყო ნომინირებული ემიზე (მათგან 7 მოიგო). 2007 წელს კი ის აღიარებულ იქნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო სერიალად, 120 მილიონზე მეტი მაყურებლის აუდიტორიით.image

8. უინი ტალერი- “ალფი". რამდენი წლის იყავით, როცა გაიგეთ, რომ "Alf" (ALF) არის Alien Life Form-ის აბრივიატურა, რაც ნიშნავს "არამიწიერი სიცოცხლის ფორმას"? ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც საყვარელი სერიალი პირველად 1986 წელს გამოვიდა და მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყო ნაჩვენები. ალფის თოჯინას კი გადაღებების დროს სერიალის შემქმნელი პოლ ფუსკო აკონტროლებდა.image

9. ზენა- “ზენა- მებრძოლთა დედოფალი". ზენა პირველად გამოჩნდა ჰერკულესის გასაოცარ თავგადასავალში და ისეთი დინამიური და საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდა, რომ მის შესახებ ცალკე შოუს გადაღება გადაწყდა. სერიალი 1999 წლიდან 2009 წლამდე გადიოდა. 2015 წელს სერიალის ხელახალი გაშვება იგეგმებოდა, თუმცა პროექტი მოგვიანებით გაუქმდა.image

10. დინ ვინჩესტერი- “ზებუნებრივი"- ვის არ უნახავს ძმები ვინჩესტერების თავგადასავლების 1 სერია მაინც? ცნობილ სერიალს 15-მდე სეზონი აქვს, რომლებიც ტელევიზიით 15 წლის განმავლობაში გადიოდა - 2005 წლიდან 2020 წლამდე. ამ დროის განმავლობაში, შოუს, გარდა უამრავი თაყვანისმცემლისა, ჰქონდა სპინ-ოფებიც და მისი მოტივებიდან გამომდინარე გამოვიდა წიგნებისა და კომიქსების სერია.image


0
575
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
575
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0