x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"სანამ მელია ხელმძღვანელობს პარტიას - იქამდე მიშა ციხეში იჯდება! მე გავდივარ პარტიიდან!“ - მაია ორჯონიკიძე

image

„სანამ მელია ხელმძღვანელობს მიშას პარტიას-იქამდე იარსებებს ბიძინას რეჟიმი და მიშა ციხეში იჯდება“ - ამ განცხადებას სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე აკეთებს. ბოლო ხანს ის ნიკა მელიას ღიად უპირისპირდება და ამბობს, რომ პარტიას ტოვებს..

„მე გავდივარ "ნაციონალური მოძრაობიდან" და მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდები, როცა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ენმ გახდება სამაგალითო შიდა დემოკრატიის მქონე პარტია. Adios!“ - წერს ორჯონიკიძე.



"რიგითი წევრი ვიყავი და ვერაფერს შევცვლიდი. მაგრამ სიცრუეში მაინც არ მივიღებ მონაწილეობას და მიშას ციხეში ჩატოვების დაუსრულებელ გაპრავებებს. ციხიდან მის გამოყვანას ეცადა ვინმე პარტიიდან და მე ვერ გავიგე? სანამ მელია და მელიისტები არიან-ვერასოდეს გამოვა, დიახ.

გაიგეთ, რომ პარტიის ხელმძღვანელობას არ უნდა მიშას ციხიდან გამოყვანა, ამით ბიძინას რეჟიმის საუკეთესო დე-ფაქტო მოკავშირე ხდება და მხარდამჭერების მოტყუებითაა დაკავებული! ხალხს კი ჰგონია, რომ მიშას პარტიაში არიან, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ, რამდენად ფეხზე ჰკიდია ლიდერშიპს სინამდვილეში. თუმცა გონიერი მხარდამჭერები საქმით აფასებენ ყველაფერს და ზუსტად მიხვდნენ რა პროცესიც მიდის. მე არ ვიქნები სიცრუის და სიხარბის, ვიღაცის ძალაუფლებაზე გაგიჟების ლეღვის ფოთოლი და ვისაც უნდა-იყოს!

ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, ღიად ამბობს კაცი-მიშას არაფერს ვუთანხმებ, ისე “ვარეფორმირებ” მის შექმნილ პარტიასო. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს “რეფორმები”-ყველა საკვანძო ადგილზე საკუთარი ხალხის ჩასმას, ვისთვისაც პარტიული დღის წესრიგი ქვეყანაზე და მიშას თავისუფლებაზე მაღლა დგას. ცხადია, ბენეფიტების სანაცვლოდ. იმ დროს, როცა პარტიის ხელმძღვანელობას ამოდენა რესურსი აქვს და თითს არ ატოკებს? მაშინ წავიდნენ და დაუთმონ გზა მათ, ვინც იცის როგორ და რა უნდა გაკეთდეს მიშას ციხიდან გამოსაყვანად. ქოცების ოცნება მაშინ ასრულდა, როცა ქოცი მოაჯდა მიშას პარტიას!

კარგად მხოლოდ მაშინ ეწყობა, როცა სათავეში უანგარო, იდეის ხალხია. სხვა შემთხვევაში სიცრუის გზა და ბოლოს სამარცხვინო მხილება და წაგებაა. ჩემს დაბრუნებაზე თქვენ ნუ იდარდებთ, პარტია ვერასოდეს იდგება სამშობლოზე მაღლა, მითუფრო მაშინ, როცა მას არაკეთილსინდისიერი ადამიანები მართავენ. დარწმუნებული ვარ რომ შორს არაა ის დრო, როცა ყველა ცრუს თავისი სახელი დაერქმევა.

მე 2013 წელს შევედი, როცა პარტიას ყველაზე მეტად უჭირდა და იდევნებოდა ბიძინასგან. მაშინ მეგონა ყველას ერთი იდეა გვაერთიანებდა-მიშას იდეა. თურმე სად ბანაობ? მიშას პარტია აღარაა დღეს ენმ, მელიას პარტიად გადაიქცა! ასე ძნელია ამის დანახვა?! რაც აქამდე იყო-ბრძოლა სად ნახეთ? ბრძოლის იმიტაციას უწოდებთ ბრძოლას? ან იქნებ 60 000 იანი აქციები ორჯერ მე დავშალე და მიშაც თავისუფალია?! მიშას ვინც ვიწრო კუტოკებში აგინებს და ამბობს-მიშა ფსიქიურად შეირყაო-იმის პარტიაში რა მინდა?!

მხარდამჭერებმა უნდა გაიღვიძონ და აიძულონ თვითმარქვიები რომ ან იბრძოლონ მიშას თავისუფლებისთვის, ან მიშას პარტია დატოვონ!
მელიას ხელში ჩასაგდებად არ დაუარსებია სააკაშვილს ეს პარტია. და მელიას სასარგებლო იდიოტად თავს არ გავიხდი-მიშას ხმები და მხარდამჭერები, ოღონდ მიშას გარეშე! ვისაც მიშას მხარდამჭერების არმია უნდა, მიშას გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა სურდეს და სად დაინახეთ ეს სურვილი??? სამი თვეა შაპიტოს რომ გვაყურებინებს და ორჯერ 60 ათასკაციანი აქციები რომ დაშალეს?!

თქვენი ლიდერი კუტოკ-კუტოკ დადის და იძახის-მიშა გაგიჟდა, ფსიქიურად გარეკაო! ამ კაცის აზრი ხომ გაინტერესებთ?! მე მიშასგან არსად წავსულვარ, მიშას სახელზე მომჯდარი ავანტიურისტების მიერ გამოხრული პარტია დავტოვე მხოლოდ-სწორედ იმიტომ, რომ მიშას თავისუფლება ფეხზე კიდიათ. პარტიის ღირებულება ადამიანები არიან, მე მიშასგან არ წავსულვარ-პირიქით, სწორედ ამიტომ გავდივარ პარტიიდა, რომელიც დეგრადირდა და მიშა დაიკიდა", - ავტორის მინაწერი.

1
928
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
928
  
2022, 13 იანვარი, 19:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1