x
მეტი
  • 17.08.2022
  • სტატია:121571
  • ვიდეო:354849
  • სურათი:493688
ვიქტორ სანეევი "საქართველო ლამაზოს" თანხლებით დღეს დაკრძალეს
image

საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, სამმაგ ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ვიქტორ სანეევი სიდნეიში თბილისის დროით 04:55 წუთზე დაკრძალეს ცნობილი ამერიკელი ჯაზმენის, კიტ ჯარეტის და „ცისფერი ტრიოს“ მიერ შესრულებული ორი სიმღერის ფონზე: „ზამთარია“ და „საქართველო ლამაზო“.


დაკრძალვაზე გამოსამშვიდობებელ სიტყვები წარმოთქვეს ჟურნალისტმა და მძლეოსნობის მწვრთნელმა, ავსტრალიელმა მაიკ ჰარსტმა და 1980 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირისა და ავსტრალიის წყალბურთელთა ეროვნული გუნდების მწვრთნელმა, უზბეკმა ერკინ შაგაევმა.


გუშინ, 12-იდან 17 საათამდე კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში მდებარე ოლიმპიურ მუზეუმში სამძიმრის წიგნი გაიხსა, სადაც ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.



საქართველოს სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა მისი ამ სურვილის აღსასრულებლად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის სახელით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მის ოჯახს შესთავაზა ვიქტორ სანეევის ნეშტის საქართველოში ჩამოსვენება და სათანადო პატივით დაკრძალვა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ამასთან, ოჯახს ეცნობა, რომ ქართული მხარე მზად იყო, გაეღო საამისოდ საჭირო ყველა ხარჯი.


ამ შეთავაზების საპასუხოდ ვიქტორ სანეევის მეუღლემ იანა ხვარწკიამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლერი ხაბელოვს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნა მადლიერებით აღსავსე წერილი, რომელშიც იგი წერს:



„მე და სანდრო დიდად ვაფასებთ იმ თანაგრძნობას და მხარდაჭერას, რომელსაც ამ დღეებში საქართველოდან ვგრძნობთ. ჩვენ ორივენი მადლიერი ვართ სამინისტროსი და თბილისის მერიისა, მათი მზადყოფნისათვის დაიკრძალოს ვიქტორი პანთეონში. იყო რა ამაყი თავისი ქართველობით, ვიქტორი დიდად მადლიერი იქნებოდა მისი პიროვნებისა და დამსახურების ასეთი აღიარებით. ოჯახში განვიხილეთ თქვენი შემოთავაზება და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება, არ განვახორციელოთ იგი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენი ოჯახი ახლა სიდნეიში ცხოვრობს, ამ უპრეცედენტო დროში ჩვენი საქართველოში მოგზაურობა, მით უმეტეს ჩემი ასაკის გათვალისწინებით, უფრო და უფრო გართულდება და ჩვენ არ გვექნება საშუალება მივაკითხოთ მის საფლავს ისე ხშირად, როგორც ამას ვისურვებდით. დიდი მადლობა გაგებისათვის.“


შეგახსენებთ, ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი 76 წლსი ასაკში 2022 წლის 3 იანვარს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გარდაიცვალა, იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად.



გუშინვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

image

1
258
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
258
  
13 იანვარი, 19:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1