x
მეტი
  • 23.05.2022
  • სტატია:119417
  • ვიდეო:354056
  • სურათი:491828
"სირცხვილია, ბიჯო, რატომ უკეთებთ ამას საკუთარ თავს!“ - რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ კოლეგებს, უფრო კონკრეტულად კი, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებს აღნიშნულის გამო აკრიტიკებს.


"იმედი (ჟურნალისტებო) სირცხვილია, ბიჯო, სირცხვილია. რატომ უკეთებთ ამას საკუთარ თავს !"- წერს ვახო სანაია და "იმედის" ეთერში გასული პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრის, ბადრი ჯაფარიძის ბრიფინგის სქრინშოთს შემდეგი ტიტრით აზიარებს - "ხანდაზმული თაღლითები".


image


ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას, ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების საქმეზე წაყენებული ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და მათ 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მათ აღარ დაიჭერენ.


მოსამართლემ აგრეთვე გააუქმა სამივე მათგანის მიმართ შეფარდებული გირაო და პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვა და მათ ქონებაზე დადებული ყადაღაც მოხსნა.




0
720
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
720