საზოგადოება
"მარტივად გეტყვით - ფულს არ იღებს, მოგატყუათ"- რაზე საუბრობს ელისო კილაძე
2022, 12 იანვარი, 23:31
გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე საჯაროდ აღიარებს რომ ის და მისი საინფორმაციო სააგენტო "CNews Exclusive"-ი მასალების გამოქვეყნებაში თანხას არასდროს იღებს. კილაძის თქმით, მას არც ერთი თეთრი არც კერძო პირისგან და არც რომელიმე კომპანიისგან არ აუღია.
"აუცილებელი განმარტება:
მეორე დღეა რაღაც ფულის თემა ირჩევა, რამდენიმე ჩემს მეგობარს ჩემთანაც დაარეკინეს !
მარტივად გეტყვით-ქრონიკა+ და საინფორმაციო სააგენტო CNews Exclusive • სინიუს ექსკლუზიური მასალების გამოქვეყნებაში ფულს არ იღებს (გარდა სარეკლამო გვერდებისა კონტრაქტით)
თუ ვინმემ ჩვენი სახელით ფულზე გელაპარაკებოდათ, მოგატყუათ
ინტრიგებსა და საქმის გარკვევებში არ ჩავერთვებით-გიჩივლებთ‼️
არც ერთხელ, არც ერთი თეთრი, არც რომელიმე კერძო პირისგან და კომპანიისგან არ მიგვიღია‼️
ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და სიმართლისთვის‼️"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.