x
მეტი
  • 06.07.2022
  • სტატია:120577
  • ვიდეო:354542
  • სურათი:492641
"ჰიტლერის საიდუმლო იარაღი": საზიზღარი შოკოლადი, რომელსაც ჯარისკაცებიც კი არ ჭამდნენ
image


ეს არაპრეზენტაბელური შოკოლადი - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული არმიის რაციონის ნაწილია. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ როგორ შეიძლებოდა კბილების მოტეხვა ამ "გემრიელობით", რატომ შეარქვეს სამხედროებმა შოკოლადის ამ ფილას "ჰიტლერის საიდუმლო იარაღი" და რატომ ამბობდნენ ისინი კატეგორიულ უარს მის მიღებაზე. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ საკვების ხარისხზეა დამოკიდებული ჯარისკაცის საბრძოლო მზადყოფნა, ფიზიკური მდგომარეობა და მისი მორალური შემართება. დასუსტებულმა, გადაღლილმა და სნეულმა ჯარისკაცმა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბრძოლაში საკუთარი თავის წარმოჩენა ბოლომდე შეძლოს, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყოველთვის ცდილობენ მათი სამხედრო რაციონი ნოყიერი და ვიტამინებით მდიდარი იყოს. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით, 1937 წელს აშშ-ის არმიამ საკუთარი ჯარისკაცების მენიუში შოკოლადის დამატება გადაწყვიტა. ჩანაფქრის თანახმად, ის უნდა ყოფილიყო "საგანგებო მაღალენერგეტიკული პროდუქტი", რომელიც ასევე პერსონალის საბრძოლო სულისკვეთებასაც გაზრდიდა. ამასთან, რაციონში ჩვეულებრივი შოკოლადის ფილების დამატება შეუძლებელი იყო ვინაიდან ის ჯარისკაცის ჯიბეში სწრაფად დადნებოდა. საჭირო იყო ალტერნატიული გამოსავლის მოძებნა.


image


მაშინდელმა არმიის კვარტირმაისტერმა პოლ ლოგანმა კომპანია "Hershey Chokolate"-ს სამხედროებისთვის "სწორი" შოკოლადის შექმნის თხოვნით მიმართა. მოთხოვნებს შორის რამდენიმე პირობა იყო, მათ შორის - ერთი ფილის წონა 130 გრამზე მეტის არ უნდა ყოფილიყო, შოკოლადს მაღალი ტემპერატურისთვის უნდა გაეძლო და მაღალკალორიული ყოფილიყო. რაც შეეხება გემოს, მას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. პირიქით, რაც ნაკლებად გემრიელი გამოვიდოდა, მით უკეთესი იქნებოდა. ლოგანი აცნობიერებდა, რომ ჯარისკაცებს გემრიელი შოკოლადის ფილა მალევე შეეჭმებოდათ ან გადამცვლელ "ვალუტად" გამოიყენებდნენ.


image


საბოლოოდ, 1937 წელს კომპანია "Hershey"-მა შოკოლადი სახელწოდებით "D-Bar"-ი გამოუშვა, რომელიც პოლინევრიტის თავიდან ასაცილებლად შაქრისგან, შვრიის ფქვილისგან, კაკაოს კარაქისგან, უცხიმო რძის ფხვნილისგან, ვიტამინი B1-ისა და არომატიზატორისგან შედგებოდა. მართლია ინგრედიენტების ეს ერთობლიობა ცუდად ნამდვილად არ ჟღერდა, თუმცა სინამდვილეში შოკოლადს ისეთი საზიზღარი გემო ჰქონდა, რომ ბევრმა ჯარისკაცმა მის მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადა. გარდა ამისა, შოკოლადის დაღეჭვა ყველას არ შეეძლო: შვრიის ფქვილის დამატების გამო, შოკოლადი ძალიან მყარი გამოვიდა. ზოგიერთი ჯარისკაცი მისი მიღებისას სრულიად ჯანმრთელ კბილებსაც კი იმტვრევდა, ხოლო კომპანიას სასურველი ზომის ფილების ფორმირებისთვის სპეციალური, პრესის გამოყენება უწევდა.


image


სამაგიეროდ, სამხედრო შოკოლადი როგორც ეს პოლკოვნიკ ლოგანს სურდა მაღალენერგეტიკული იყო. ერთი 130 გრამიანი "ნუგბარი" 600 კალორიას შეიცავდა. ფილაზე მიღების ინსტრუქციაც კი იყო მითითებული, რომელშიც ეწერა: "იჭმევა ნელა, ნახევარი საათის განმავლობაში. შესაძლებელია ცხელ წყალში გახსნა და სასმელადაც გამოყენება".

image

ჯარისკაცები, რომლებიც ამ რეკომენდაციებს უგულებელყოფდნენ და მას ერთიანად მიირთმევდნენ არც თუ სასიამოვნო შედეგებს იღებდნენ. ამ უსიამოვნო გვერდითი ეფექტის გამო, შოკოლადს მეტსახელად "ჰიტლერის საიდუმლო იარაღიც" კი შეარქვეს. ორგანიზმზე შოკოლადის ასეთი მავნე ზემოქმედების შესახებ ჭორებმა არა მხოლოდ "Hershey Chocolate Corporation"-მდეც მიაღწია, არამედ პრეტენზიები ასეთი "საფაღარათო შოკოლადის" შესახებ ჯარშიც სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა, მაშინ პოლკოვნიკმა ლოგანმა "Hershey"-ის რეცეპტის შეცვლა მოსთხოვა. ასე გაჩნდა განახლებული- "Tropical Bar"-ის შოკოლადი, რომელიც მართალია გემოვნური თვისებებით ოდნავ გაუმჯობესებული იყო, თუმცა უწინდებურად მეტისმეტად მყარი რჩებოდა. ჯარისკაცებმა სათანადოდ არც ის დააფასეს და "დიზენტერიის ბატონი" შეარქვეს.


image


მხოლოდ 1950-იან წლებში "Hershey"-იმ მეტ-ნაკლებად საკვებად ვარგისი ჯარის შოკოლადი გამოუშვა. შემადგენლობიდან შვრიის ფქვილი ამოიღეს, უცხიმო რძე ჩვეულებრივით ჩაანაცვლეს, ხოლო კაკაოს კარაქის ნაცვლად კაკაოს ფხვნილი დაამატეს, თუმცა მიუხედავად ამისა, შოკოლადი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით მაინც არ გამოირჩეოდა. ჯარისკაცები მას ხშირად ან საერთოდ აგდებდნენ ან სხვა პროდუქტებში ცვლიდნენ.



0
516
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
516