x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ქუთაისის აეროპორტში ერთი უცნაური რამ შემემთხვა, გქონიათ ასეთი შემთხვევა?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს ერთ ისტორიას უზიარებს რომელიც ცოტა ხნის წინ თავს ქუთაისის აეროპორტში დაბრუნებულს გადახდა. მეტრეველის თქმით, ტერმინალიდან გამოსვლისას, საბაჟო სამსახურის ფორმებში გამოწყობილმა ორმა მამაკაცმა ის და მისი მეგობარი მოულოდნელად მგზავრებიდან გამოარჩია და პასპორტების ჩვენება მოსთხოვა.


"ქუთაისის აეროპორტში დაბრუნებისას ერთი უცნაური რამ შემემთხვა და მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა:


მოგეხსნებათ, ყველა ქვეყანაში შემომსვლელს და დამბრუნელს საზღვარზე სასაზღვრო სამსახური ხვდება. გადიხარ საზღვრის კონტროლს, მესაზღვრე ნახულობს პასპორტს, გირტყამს ბეჭედეს და შემოდიხარ.


ასე იყო აქმდე ჩემს შემთხვევაშიც და შაბათს, როცა ჩამოვფრინდი და ჩვეულებრივად გავიარე სასაზღვრო კონტროლი, როცა ტერმინალიდან გამოვდიდოდი, კარში დამხვდა ორი ჯეელი, რომელთაც საბაჟო სამსახურის ფორმები ეცვათ და ხელში პადები ეჭირათ. ხან პადებშიი იყურებიდნენ და ხან მგზავრებს ათვალიერებდნენ. მგზავრებიდან მე და ჩემი მეგობარი გამოგვარჩიეს და გაგვაჩერეს.


თუმცა რაც მთავარია, საბაჟო სამსახურმა ბარგის შემოწმება კი არ დაუწყო, რაც შეიძლება ნორმალური ყოფილიყო მათი ფუნქციიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ პასპორტების ჩვენება მოითხოვეს, ჩახედეს და ერთი კითხვა დაგვისვეს: ტურისტული ვიზიტით იყავით წასული? დადებითი პასუხი რომ მიიღეს, გამოგვატარეს.


ჰოდა, მაინტერესებს, ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ჩვენს იქ ყოფნაში სხვა მგზავრი ჩვენს გარდა ამ ტიპებს არ გაუჩერებიათ, მათ შორის არც ჩვენი ცოლები.


რამე ახალი ფუნქცია დაემატა საბაჟო სამსახურს? ან ჩვენ რატომ გამოგვარჩიეს, მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანია?"- ვკითხულობთ მერაბ მეტრეველის პოსტში.





0
647
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
647