x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ფაიზერის“ ვაქცინა არის ვალიდური“, მან გაიარა კვლევები და მასზე უკვე ყველაფერი ვიცით“ - ფხაკაძე

image

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ცერცვაძემ შეცდომა დაუშვა, როდესაც მოსახლეობაში „ფაიზერის“ ვაქცინის ვალიდურობა ეჭვქვეშ დააყენა.

„ბატონმა ცერცვაძემ ჩაიდინა ცოდვა, ბოდიში უნდა მოიხადოს, იგი ყოველ დილით უნდა დგებოდეს და უხსნიდეს მოსახლეობას ინფორმაციას „ფაიზერის“ ვაქცინის ვალიდურობის შესახებ. ჰყავს თანამშრომლები, მილიონობით ლარი აქვს აღებული გრანტებით და სისულელეებით, მივმართავ - ერთი ადამიანი გამოყავით, რომ წეროს ფეისბუკზე - „ფაიზერის“ ვაქცინა არის ვალიდური“. გიხსნით, „ფაიზერის“ ვაქცინის ვადა არის 9 თვე წარმოების დღიდან, მან გაიარა კლინიკური კვლევები და მასზე უკვე ყველაფერი ვიცით და ვინც შეცდომა დაუშვა, უნდა გამოასწოროს“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ომიკრონის ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

„მაგალითად ნიუ-იორკში „ომიკრონი“ უფრო მძლავრია, ვიდრე ლონდონში. მიზეზი საკმაოდ ნათელია, ლონდონში ვაქცინაციის და ბუსტერ დოზებით დაფარვა ნიუ-იორკთან შედარებით უფრო მაღალია. იქ, სადაც დაბალია ვაქცინაცია, კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი უფრო მძაფრად (რთულად) მიმდინარეობს.

საქართველო არის ზუსტად ასეთი ქვეყანა, სადაც საშუალოდ 80, 000-მა ადამიანმა გაიკეთა კოვიდვაქცინის ბუსტერ დოზა (ისიც, აქედან „ფაიზერი“ რამდენია, არ ვიცი). საქართველო „ომიკრონს“ ხვდება გაშლილი ხელებით. მზად ვართ?! არა მგონია.

„ჩემი წინასაახალწლო „დუმილი“ დამთავრდა. ახალი კოვიდის ვარიანტი დაფიქსირდა სამხრეთ საფრანგეთში. საქართველოში ისე დახვდნენ ახალ წელს, რომ 99.99% შანსია, საქართველოში უკვე ცირკულირებდეს კოვიდის ქართული ვარიანტი. რით ვართ ჩვენ ნაკლები ფრანგებზე, ბრიტანელებზე ან ინდოელებზე?!…

ყველა, სადაც არ უნდა იყოთ, თავს გაუფრთხილდით. ეს არის ერთი კვლევის შედეგი და, სავარაუდოდ, ეს ვარიანტი B.1.640.2 წამოვიდა კამერუნიდან და აქვს 46 მუტაცია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

* * *
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ომიკრონს" რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ზოგიერთ ვაქცინებზე გვერდის ავლა ახასიათებს, ამიტომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ყველამ უნდა გაიკეთოს. გამყრელიძის განცხადებით, წელს ჯანმო-ს ინდიკატორზე გასასვლელად ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

„პირველი რეკომენდაცია არის აცრა. შემთხვევების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მესამე აცრა სერიოზულად იცავს, ანუ „ბუსტერიზაცია“ არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმი ეპიდემიის შემდგომი გავრცელების. ამიტომ ყველას გთხოვთ ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ. დღევანდელი მონაცემით, 86 ათასამდე ადამიანი უკვე მესამე დოზით არის აცრილი. "ომიკრონის" შემთხვევების 17%-მდე გვაქვს რეინფექცია, "ომიკრონს" ახასიათებს რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და გვერდის ავლა ზოგიერთ ვაქცინებზე. ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თუ „ფაიზერს“ გაიკეთებთ „ბუსტერად“, მაშინ უფრო მეტად 70-80%-ით დაცული ხართ "ომიკრონის" ინფიცირებისაგან. ამიტომ პირველი მოწოდება იქნება აცრა. წელს ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, რათა ჯანმო-ს ინდიკატორზე გავიდეთ. მოვუწოდოთ ყველას 50 წელს ზემოთ ადამიანებს, რომ აუცილებლად იყვნენ აცრილი. „ბუსტერიზაციას“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ჰოსპიტლისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ექიმების ინფიცირების მაღალი რისკია, რის გამოც ყველა ექიმი უნდა აიცრას.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევების ზრდისა არის ის, რომ ერთდროულად შეიძლება დაინფიცირდეს სამედიცინო პერსონალი და ადამიანური დეფიციტი ჰოსპიტლებში გაჩნდეს. ამიტომ ყველა ექიმს უმორჩილესად მოვუწოდებ აიცრან. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან და გაიკეთონ "ბუსტერი", რათა "ომიკრონის" ასეთი ტალღის პერიოდში ქვეყანაში არ შეგვექმნას ყველაზე უფრო ესენციური ჯგუფის დეფიციტი.

„ომიკრონის“ დროს მნიშვნელოვანია იზოლაციის მკაცრად დაცვა, კი მსუბუქად მიდის ეს შტამი, მაგრამ სასურველია, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა მაღაზიებში და ქუჩებში არ იარონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.


1
341
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
341
  
2022, 12 იანვარი, 15:32
ამ სტატიამ და კერძოდ ამ ფხაკაძემ ფერმის გამგე გამახსენა "უდიპლომო სასიძოდან", სადაც ფილმის გმირი ვარდენი ამბობს: ეს ჩვენი ფერმის გამგე ან ნამეტანი ჭკვიანია ან ნამეტანს აფრენს"!
რომელი ერთი პროგნოზი გამართლდა ამ ქოსატყუილასი თავს პროფესორს რომ უწოდებს? :)))
ჩვენო ისე საუბრობს გეგონება "ჯანმოს" ვიცე-პრეზიდენტია" ან "ფაიზერის" კლინიკური კვლევების ხელმძღვანელი.
:))))
0 1 1