x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ეს უკანსვლაა!.. სააკაშვილი მხოლოდ მის მორჩილ კადრებზე დებს ფსონს“ - ბაია პატარაია

image

უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსონს მორჩილ კადრებზე დებს, რაც უკანსვლაა.

„ცისკარიშვილის და ნაყოფიას დაწინაურებით ენმ-ში გამოჩნდა, რომ პარტიის განახლება შეჩერდა. სააკაშვილი მხოლოდ პირადად მის მორჩილ, ძველ კადრებზე დებს ფსონს. ეს წინსვლა კი არა უკანსვლაა. ასე ოლიგარქია არ დამარცხდება. სამწუხაროდ, სხვა პარტიები ძალიან სუსტები არიან. მოკლედ, კარგს არაფერს ველი ახლო მომავალში“, - წერს ბაია პატარაია.

ინფორმაციისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, რომელიც 2019 წლიდან ამ დრომდე პარტიაში აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია იყო.

კობა ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა, ენმ-ს გენერალური მდივნის პოსტი კი პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. ასევე, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ზალიკო უდუმაშვილმა და ამ ფუნქციას პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია შეითავსებს.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ „სტრუქტურული ცვლილებები“ მეტი ეფექტურობისთვის განხორციელდა. ნიკა მელიას განმარტებით, პარტიაში სიახლეები ამით არ დასრულებულა და მათ შორის რეგიონებში სხვადასხვა პოზიციაზე ცვლილებები გაგრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობაში“ მომხდარი ცვლილებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება კულმინაციას მიაღწევს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მელიას და მისი გუნდის უფლებები ეტაპობრივად იზღუდება, სააკაშვილი ცდილობს საკუთარი გავლენები გაზარდოს, ნაყოფიას და ცისკარიშვილის დაწინაურება აღნიშნულ მიზანს ემსახურება, ორივე მიშას ძველი მებრძოლი და მისი ფანატია.

მელია პარტიის ნომინალურ თავმჯდომარედ რჩება, რომლის სიტყვასაც პარტიაში ფასი არ აქვს. საინტერესოა უფლებებშეკვეცილი მელია რამდენი ხანი გაჩერდება პარტიაში...

რაც შეეხება ნაყოფიას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ნაყოფია როგორც პოლიტიკოსი ვარსკვლავებს ნამდვილად არ ეთამაშება, მისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე არ გამოვა, ის უბრალოდ დაკვეთის შემსრულებელია, დამკვეთი კი სააკაშვილია, რომელმაც ნაყოფიას სახით, სცენაზე მორიგი თოჯინა გამოაგდო.

ადამიანის განათლებაზე საუბარი უხერხულია, მაგრამ ფაქტია ნაყოფიას მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, როგორც ეკონომიკური, ასევე, ადამიანური, განათლება რუსეთში მიიღო, ხოლო მისი შვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობს. პარტიაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული ელფერი აქვს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

1
409
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
409
  
2022, 12 იანვარი, 16:17
ოპაა გამოხტა დაუკმაყოფილებელი დედაკაცი
0 1 1