x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რაის რობერტ სტურუას ჩართვა, ხალხო, ეს ნახეთ" - რას წერს ვახო სანაია

image


ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში, ვირუსივით გავრცელებულ ვიდეოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება, რომლის მიხედვითაც "ტვ იმედის" ჟურალისტის შეკითხვაზე გაძვირდა თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი კომპანია "თელმიკოს" კლიენტთა მომსახურების სამსახურის უფროსი, თეა ნოზაძე ერთმნიშვნელოვნად პასუხობს რომ - არა! აღნიშნულ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.


"რაის რობერტ სტურუას ჩართვა, ხალხო. ეს ნახეთ. ყველაფერი დასრულებულია."- წერს ვახო სანაია.


შეგახსენებთ ასევე, რომ "ჯორჯიან თაიმსის" პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გადაცემაში, რომელიც რეზო ამაშუკელის ხსოვნას ეძღვნებოდა, რობერტ სტურუა ლოგინიდან ჩაერთო, სწორედ აღნიშნულ ჩართვას ეხმიანებოდა ვახო სანაიაც საკუთარ სტატუსში.


image


მაკა რაზმაძე:


- მე ვიცი, რომ თქვენ ცუდად ხართ და დიდი მადლობა, რომ მაინც ძალა გამონახეთ და გვერთვებით პირდაპირ ეთერში…



რობერტ სტურუა:


- ხო, იმიტომ კი არ ვწევარ, რომ ცუდადა ვარ, რაღაც ავიცერი და ოდნავ რაღაცა… მოვლენები… დამეწყო და ვიბანავე და ამიტომ ვარ ახლა ლოგინში. მაპატიოს ყველამ.







0
1026
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1026