x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყაზახმა ძალოვანმა თავი მოიკლა მას შემდეგ, როდესაც უარი თქვა ესროლა მომიტინგეებისათვის

image

ყაზახეთში პოლიციის უფროსმა, რომელმაც თავი მოიკლა, ბრძანება გასცა, არ ესროლათ მომიტინგეებისათვის.

ჟამბილის რაიონის პოლიციის უფროსმა ჟანატ სულეიმენოვმა, რომელმაც თავი მოიკლა არეულობის დროს თავის ქვეშევრდომებს უბრძანა, არ ესროლათ აქციის მონაწილეების. ამის შესახებ გამოცემა ORDA-ს მისმა კოლეგებმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს.

გამოცემას ანონიმმა რესპონდენტებმა 6 იანვარს ღამით ქალაქის პოლიციის სამმართველოზე თავდასხმის დეტალები გაუმხილეს, რომელსაც გარდაცვლილი ხელმძღვანელობდა.

სულეიმანოვი თვლიდა, რომ აქციის მონაწილეები შენობაზე შტურმს ვერ გაბედავდნენ, ხოლო ცეცხლის გახსნის შემთხვევაში შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები დაღუპულიყვნენ.

მან უარი თქვა რადიკალებთან ბრძოლაში ჩართვაზე, მაგრამ ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ ზოგიერთი მათგანი შეიარაღებული იყო და კარების გასაღებად და იარაღის არსენალის ხელში ჩასაგდებად თან "ბარგალკები" მოჰქონდათ.

”მის ბრძანებაში არ იყო რაიმე ბოროტი განზრახვა, მას უბრალოდ არ სურდა მშვიდობიანი მოსახლეობის ზედმეტი მსხვერპლი, რაც, დიდი ალბათობით, იქნებოდა, თუ ჩვენ ცეცხლს გავხსნიდით, რადგან განყოფილება იყო ქალაქის ცენტრში. არავინ იცოდა, რომ თავდამსხმელები წინასწარ იყვნენ მომზადებულები“, - აცხადებენ გარდაცვლილის კოლეგები.

გადასცემდნენ თუ არა სულეიმანოვს ტრიბუნალს ნაჩქარევი, გაუაზრებელი ბრძანების გამო - ქვეშევრდომებს უჭირთ პასუხის გაცემა. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ინციდენტის შემდეგ ძალოვანმა სრული პასუხისმგებლობა აიღო ზემდგომების წინაშე, „მოიქცა, ისე როგორც ნამდვილი ოფიცერს შეეფერებოდა“.

სამშაბათს, 11 იანვარს, კოლეგები გარდაცვლილს სააღლუმო მოედანზე დაემშვიდობნენ და მისი ცხედარი დედაქალაქში გააგზავნეს.


0
738
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0